თავში

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდზე მეტით გაიზარდა

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდზე მეტით გაიზარდა
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდზე მეტით გაიზარდა

2020 წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა 16 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რის შემდეგაც აღნიშნულ დოკუმენტს განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნიან. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 1,120,000,000 ლარით ზრდა არის დაგეგმილი, რისი უდიდესი ნაწილიც სოციალური ხარჯებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზრაურების ზრდას მოხმარდება. 


მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს დაგეგმილია:


"770 ათასზე მეტ პენსიონერს, ასევე I და II ჯგუფის 102 ათასზე მეტ შშმ პირს ყოველთვიური პენსია გაეზრდება 20 ლარით. ასევე, 2019 წლის 1 ივლისიდან 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს და I ჯგუფის შშმ პირებს პენსია დამატებით გაეზრდებათ 30 ლარით ანუ ჯამში ამ ადამიანების პენსია გაიზრდება 50 ლარით.

გარდა ამისა, გეგმის მიხედვით ხორციელდება მასწავლებელთა ხელფასების ზრდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება 150 ლარით, ხოლო მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გეგმის მიხედვით, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად მასწავლებლების ხელფასები დამატებით 150 ლარით გაიზრდება. შედეგად, საქართველოში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე 40 000-ზე მეტი მასწავლებელი აიღებს დღევანდელთან შედარებით 300 ლარით გაზრდილ ხელფასს.

2019 წლის 1 სექტემბრიდან საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება 100 ლარით.

ზემოაღნიშნულის გარდა, 2019 წლის 1 ივლისიდან, პოლიციელების და მათთან გათანაბრებული პირების ხელფასი გაიზრდება საშუალოდ 125 ლარით, ხოლო სასწრაფოს და სოფლის ექიმების ხელფასები - 100 ლარით.

მნიშვნელოვანი რესურსები მიემართება სასკოლო და ბაღების ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე.

2020 ბიუჯეტის სხვადასხვა წყაროებიდან დაფინანსდება დევნილთა ოჯახებზე ბინების განაწილება თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ასევე დევნილებს გადაეცემათ საცხოვრებელი სახლები სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში.

ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ქვეყანაში მომდევნო წლის განმავლობაში დაიხარჯება 3.7 მლრდ. ლარზე მეტი, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2 მლრდ 71 მლნ. ლარზე მეტი, რომელიც მიემართება - 175 კმ საერთაშორისო მაგისტრალური გზების მშენებლობის დაწყებასა და გაგრძელებაზე, 600 კმ. მეტი რეგიონული მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციასა და შეკეთებაზე, 70 000-ზე მეტი აბონენტისთვის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფაზე.

მნიშვნელოვანი რესურსი დაიხარჯება ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორისაა, ბაკურიანში საბაგიროების მშენებლობა და სპეციალური ტექნიკის შესყიდვა, რაც ერთის მხრივ გააუმჯობესებს ბაკურიანის საკურორტო პოტენციალს, ხოლო მეორეს მხრივ, ამზადებს ბაკურიანს მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებებისთვის.

იზრდება გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი და შეადგენს 60 მლნ. ლარს, რაც ითვალისწინებს 97 დასახლებული პუნქტისა და 17 ათასზე მეტი აბონენტის გაზიფიცირებას. გაზიფიცირდების სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონში.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო გააგრძელებს ეკონომიკის სტიმულირებას სახელმწიფო პროგრამებით, თუმცა, უფრო ეფექტიანობის ზრდის ხარჯზე და ბევრად უფრო მიზნობრივად.

2020 წლის ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 2.7%-ის დონეზე შენარჩუნებული, რაც სრულ თანხვედრაშია სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან და მიმდინარე პროგრამასთან,"- ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში". 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system