თავში

ბიუჯეტის კორექტირების საჭიროება ივნისში გაირკვევა

ბიუჯეტის კორექტირების საჭიროება ივნისში გაირკვევა
ბიუჯეტის კორექტირების საჭიროება ივნისში გაირკვევა

ბიუჯეტის კორექტირების საჭიროება ივნისში გაირკვევა, რადგან ამის დასადგენად ფინანსთა სამინისტრის 5 თვის მონაცემები მაინც სჭირდება. ამის შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში 2021 წლის 3 თვის ბიუჯეტის განხილვის დროს განაცხადა. კაკაურიძე დარწმუნებულია, რომ ბიუჯეტი მინუსისკენ არ გადაიხედება.

„რაც შეეხება კორექტირების ნაწილს, იქნება თუ არა ამის საჭიროება უნდა გავაანალიზოთ, მინიმუმ 5 თვის გასვლის შემდეგ. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინუსისკენ არ გადაიხედება თუ ბიუჯეტის გადაიხედება ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. გარკვეული საჭიროებები ჩანს, თუმცა ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს საჭიროებები ყოვეთვიურად შეიცვალოს. დავაკვირდებით მინიმუმ 5 თვის მონაცემებს და მხოლოდ შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. შესაძლოა ჯანდაცვის სფეროში იყოს რაიმე დამატებითი საჭიროება თუმცა ვნახოთ...“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ და ბიუჯეტის შესრულებაში რაიმე შეფერხება გამორიცხა., უფრო მეტიც, მისი თქმით, ბიუჯეტი შეიძლება გადაჭარბებითაც შესრულდეს. 

შეგახსენებთ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 18.38 მილიარდი ლარია, ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა კი 20.72 მილიარდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტი ეკონომიკის 4,3%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.

2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით, საქართველოს ხაზინაში 527.7 მლრდ ლარის დეფიციტია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 3,010 მლრდ ლარი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ხარჯებმა 3,102 მლრდ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეფიციტშია ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც. ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად ხდება. ბიუჯეტის დეფიციტის ეს მაჩვენებელი რეკორდულია ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ბიუჯეტი შეიძლება დაკორექტირდეს. მასში, სავარაუდოდ, აისახება 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლება. ეს შეღავათი ბიზნესისთვის ბოლო 12 თვის განმავლობაში მოქმედებდა და ის მიმდინარე თვეში იწურება. ფინანსთა მინისტრის თქმით, მაისის ბოლოს მთავრობა იმსჯელებს, გაგრძელდება თუ არა წლის ბოლომდე ეს შეღავათი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system