თავში

ბიუჯეტის პირველადი ვერსიის საპარლამენტო განხილვა დასრულდა

ბიუჯეტის პირველადი ვერსიის საპარლამენტო განხილვა დასრულდა
ბიუჯეტის პირველადი ვერსიის საპარლამენტო განხილვა დასრულდა

დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიასთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გამართა. 

„2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, სოციალური მიმართულებით, შენარჩუნებულია ყველა ის დაპირება, რაც გაცხადებული იყო,"- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს.

მისი თქმით, გათვალისწინებულია სკოლებში, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით. ასევე, საბავშვო ბაღებში, სადაც მიმდინარე წელს გაიზარდა ხელფასები, მისი სრული დაფინანსება მოხდება 2021 წლის განმავლობაში. 2021 წელს სრულად დაფინანსდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების მიმდინარე წელს გაზრდილი ხელფასებიც.

„ბიუჯეტში ასახულია პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაც. პენსიების ინდექსაციის კანონის მიხედვით 2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის გაიზრდება 20 ლარით და 240 ლარი იქნება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრებისთვის პენსია მოიმატებს 25 ლარით და 275 ლარი გახდება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის კომენტარებით და შენიშვნებით მთავრობას უკან დაუბრუნდება. დოკუმენტის გადამუშავებული ვერსია კანონით, პარლამენტს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system