თავში

გიორგი ცუცქირიძე: ბიუჯეტმა უნდა ასახოს ის გამოწვევები, რაც ჩვენს ეკონომიკაშია

ბიუჯეტმა უნდა ასახოს ის გამოწვევები, რაც ჩვენს ეკონომიკაშია
გიორგი ცუცქირიძე: ბიუჯეტმა უნდა ასახოს ის გამოწვევები, რაც ჩვენს ეკონომიკაშია

ეკონომიკის ექსპერტის, გიორგი ცუცქირიძის, განმარტებით, ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა დოკუმენტმა უნდა ასახოს ის გამოწვევები, რაც ახლა ეკონომიკაშია.

მისი პროგნოზით, საქართველო მომავალ წელს ეკონომიკის 5%-იანი ვარდნით დაასრულებს

„ჩვენ ამ წელს ვარდნა გვქნება ყველა შეფასებით, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეფასებითაც. ეს არის, სავარაუდოდ, 5 % -ის ფარგლებში, თუმცა, ყველა პორგნოზით მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა გვექნება, მინიმუმ, 4,5 %-ით. ეს ბიუჯეტთანაცაა კავშირში. ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა დოკუმენტმა უნდა ასახოს ის გამოწვევები, რაც ჩვენს ეკონომიკაშია. ბიუჯეტის პროექტით გაზრდილია ხარჯები, დაახლოებით, 17 მილიარდამდე, ასევე, ეს ხარჯები გაზრდილია საგარეო ვალის დაფინანსების ხარჯზე. მაგრამ არის გარკვეული პოზიტივიც. მთელი რიგი მუხლებია წარმოდგენილია, რაც ეხება სოციალურ დახმარებებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან არავინ იცის, როდის დადგება პოსტპანდემიური პერიოდი. რეალურად, ისევ პანდემიურ პერიოდში ვართ, ჩვენ კი არა მთელი მსოფლიო. ფაქტობრივად, მსოფლიო გადასულია კოვიდკრიზისის ერთიან სარტყელში. პროგნოზიებიც კი შეუძლებელია ასეთ პირობებში. სავარაუდო პროგნოზები კეთდება. სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი აპირებენ, ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყონ კონსულტაციები, რომ შეიძლება, გადაიხედოს და დაზუსტდეს მაკროეკონომიკური პარამეტრები გლობალურ ბაზრებზე, თუ ცალკეულ ქვეყანაზე. მათ შორის, ნოემბერში საქართველოს მთავრობასთან ექნება მისიას შეხვედრა, სადაც დაზუსტდება არა 2021 წლის სცენარი, არამედ – 2021-24 წლების სცენარი. მაშინ უფრო ზუსტად დაკორექტირდება ბიუჯეტიც. ბიუჯეტი დიდწილად დამოკიდებული იქნება პანდემიური პერიოდის შეფასებაზე“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს. პროცედურების შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გაწერს გრაფიკს, რომლის მიხედვით, არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა, კომიტეტები, ფრაქციები განიხილავენ მომავალი წლის მთავარა ფინანსურ დოკუმენტს. საკომიტეტო და ფრაქციული განხილვების შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარე შენიშვნებით დაუბრუნებს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტს. მთავრობა დოკუმეტს გადაამუშავებს და ნოემბერში ხელახლა წარუდგებს საკანონმდებლო ორგანოს 2021 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებულ ვერსიას.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.

2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.

გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს.მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ეკონომისტების ნაწილი არ იწონებს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საბიუჯეტო რესურსი რეალურად ვერ ხმარდება წარმოების ზრდასა და განათლების სფეროს მხარდაჭერას, რაც ბიუჯეტისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. 

მიმავალი წლის ეკონომიკური პარამეტრები იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system