თავში

ბიუჯეტს 3,9 მილიარდის დანაკლისი აქვს

ბიუჯეტს 3,9 მილიარდის დანაკლისი აქვს
ბიუჯეტს 3,9 მილიარდის დანაკლისი აქვს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით სახელმწიფოს 3,9 მილიარდი ლარის საბიუჯეტო დანაკლისის შევსებაც უწევს. 

„დღეს მიმდინარე ხარჯების ნაწილში შემცირება 300 მილიონზე მეტია. ჩვენი შეფასებით, დღეის მდგომარეობით საბიუჯეტო დანაკლისი, რომლის შევსებაც გვიწევს, დაახლოებით 3,9 მილიარდია. იმ დახმარების ნაწილიდან პირდაპირი ხარჯები დაახლოებით 80%-ს შეადგენს. ერთადერთი დამაბალანსებელი, რის სუბსიდირებასაც ჩვენ ვაკეთებთ, როდესაც დამსაქმებელს შენარჩუნებული სამუშაო ადგილის საშემოსავლო გადასახადს ვუსიბსიდირებთ. დაახლოებით ეს 250 მილიონს აღწევს, დანარჩენი არის პირდაპირი ხარჯები“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, თუმცა საგანგებო ბიუჯეტი არ წარმოუდგენია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system