თავში

2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტს პარლამენტის სამმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ბიუჯეტს პარლამენტის სამმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტს პარლამენტის სამმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე, დაგეგმილ ცვლილებებზე და მომდევნო წლის პროგნოზებზე დეტალურად ისაუბრა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირითად ფინანსურ დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ იანვარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო 5 პროცენტზე მაღალი, თუმცა, თებერვლიდან ეკონომიკას და შემოსავლების ნაწილს დაეტყო გარკვეული შეფერხებები და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. მისი განცხადებით, მთავრობამ შესაბამისად შესრულების ნაწილში შეზღუდვები განახორციელა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო პანდემიის საპასუხოდ საჭირო რესურსების მობილიზება.

გიორგი კაკაურიძემ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის გამოყოფილ თანხებზე კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მომხსენებლის განცხადებით, პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, წლევანდელი ბიუჯეტი -4% ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, რის გამოც მთელი რიგი უწყებების დაფინანსება მცირდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყებების დაფინანსების შემცირების მიუხედავად, არ უქმდება არცერთი პროექტი და პროგრამა და მათი მხოლოდ ვადების ცვლილება განხორციელდება.

კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიც წარადგინა და იმ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანამ გასულ საბიუჯეტო წელს მიაღწია.

გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და ბიუჯეტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალური განმარტებები გააკეთა.

პანდემიის პერიოდში მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოებული საქმიანობა და 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი კომიტეტების თავმჯდომარეებმა შეაფასეს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს, რადგან დღევანდელი მოცემულობით მაქსიმალურად გათვალისწინებულია შესაძლებლობები, პანდემიის დაძლევის პროცესში თანამოქალაქეებს დაეხმარონ და ეკონომიკა იყოს წახალისებული.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარია ბიუჯეტს დეტალურად გაეცნო და ფიქრობს, რომ ის გამოწვევებს პასუხობს.

დეპუტატებმა წარმოდგენილი საფინანსო-საბიუჯეტო ინფორმაცია დადებითად შეაფასეს და ცვლილებების პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system