თავში

ბიუჯეტში გადასახადებიდან 2.66 მილიარდი ლარი შეგროვდა

ბიუჯეტში გადასახადებიდან 2.66 მილიარდი ლარი შეგროვდა
ბიუჯეტში გადასახადებიდან 2.66 მილიარდი ლარი შეგროვდა

2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში გადასახადებიდან 2.66 მილიარდი ლარი შეგროვდა, რაც გეგმით განსაზღვრულის 100.3%-ია, ანუ, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულებულია.

2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი და სწორედ ამ საპროგნოზო მაჩვენებელს ეფუძნება მიმდინარე წლის საგადასახადო გეგმაც. 

გასული წლის პირველ კვარტალში საქართველოს ბიუჯეტმა გადასახადებიდან, ჯამში, 120 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მიიღო ვიდრე წელს. 2020 წლის პირველ კვარტალში 911 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა. 2021 წლის პირველ კვარტალში კი ამ გადასახადის შესრულება 14.5%-ით არის შემცირებული, ეს კი თავის მხრივ, ქვეყანაში გაზრდილ უმუშევრობას და ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. 

2021 წლის ბიუჯეტით საშემოსავლო გადასახადის უფრო დაბალი საპროგნოზო გეგმა განისაზღვრა ვიდრე გასულ წელს იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system