თავში

ბიუჯეტში თამბაქოს ბიზნესიდან შესული თანხა შემცირდა

ბიუჯეტში თამბაქოს ბიზნესიდან შესული თანხა შემცირდა
ბიუჯეტში თამბაქოს ბიზნესიდან შესული თანხა შემცირდა

2019 წლის 9 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიუჯეტში სიგარეტიდან აქციზის გადასახადის სახით მიღებული შემოსავლები 14%-ით შემცირდა.

ეს მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან თამბაქოს აქციზი გაიზარდა. კერძოდ, გაძვირდა როგორც ადგილობრივად წარმოებული, ისე იმპორტირებული პროდუქცია. ამასთან, 10%-დან 30%-მდე გაიზარდა ადვალური გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე. საბოლოო ჯამში კი, უფილტრო სიგარეტი საშუალოდ 1,1 ლარით, ხოლო ფილტრიანი - 40-50 თეთრით გაძვირდა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებთ, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით, თამბაქოს ინდუსტრიიდან ბიუჯეტში 68,4 მლნ ლარით ნაკლები შევიდა. კერძოდ, 2018 წელის 9 თვეში სიგარეტიდან აქციზის გადასახადის სახით მიღებულმა შემოსავლებმა - 490 552 455 ლარი შეადგინა, საიდანაც 451 311 285 ლარი იმპორტირებული პროდუქტიდან იყო, ხოლო ადგილობრივი წარმოებიდან - 29 241 170 ლარი. 2019 წელის ანალოგიურ პერიოდში კი, სახელმწიფო ბიუჯეტში 422 098 148 ლარი შევიდა, აქედან 388 342 020 ლარი იმპორტირებული, ხოლო - 33 756 128 ლარი ადგილობრვი წარმოებიდან იყო.შესაბამისად, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ადგილობრივი წარმოების აქციზის გადასახადის სახით მიღებული შემოსავლები - 5 485 042 ლარით, ხოლო იპორტიდან - 62 969 265 ლარით შემცირდა.

თამბაქოს ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული თანხების კლებას, მოხმარების შემცირებას არ უკავშრებს ACT Impact, რომლის კვლევის მიხედვით, თამბაქოზე აქციზის მომატებამ, სიგარეტის უფრო იაფფასიანი და დაბალი ხარისხის ალტერნატივით ჩანაცვლება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system