თავში

ბიუჯეტზე საპარლამენტო მუშაობა მთავრობის ფორმირების შემდეგ დაიწყება

ბიუჯეტზე საპარლამენტო მუშაობა მთავრობის ფორმირების შემდეგ დაიწყება
ბიუჯეტზე საპარლამენტო მუშაობა მთავრობის ფორმირების შემდეგ დაიწყება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტს ბევრი სამუშაო აქვს და მთავარი დოკუმენტი, რაზეც მან უნდა იმუშაოს 2021 წლის ბიუჯეტია. 

მისი თქმით, მთავრობის ფორმირების შემდეგ დაიწყება მუშაობა ბიუჯეტის პროექტზე. კოვზანაძის განმარტებით, ბიუჯეტთან ერთად კომიტეტმა წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს მუშაობა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზეც.

„დღეს საორგანიზაციო სხდომა გვაქვს. კომიტეტის დებულებას დავამტკიცებთ და შემდეგ ავირჩევთ ორ მოადგილეს. თავისუფალი დარჩება კვოტა ოპოზიციის მხრიდან. ჩემი სურვილი იქნება, რომ ოპოზიციამ ეს კვოტა შეავსოს. საერთოდ სამუშაო ბევრი გვაქვს. როგორც კი მთავრობის ფორმირება მოხდება, უნდა დავიწყოთ ბიუჯეტის განხილვა, იმიტომ რომ სრულიად ახალი ვერსიაა ბიუჯეტის შემოტანილი, შეცვლილია ყველა პარამეტრი და მოგვიწევს კომიტეტში ბიუჯეტის ფუნდამენტური განხილვა. ასევე განსახილველი იქნება ფულად- საკრედიტო პოლიტიკა და ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხები. კომიტეტს ძალიან ბევრი სამუშაო ექნება და დღეს ვიწყებთ საორგანიზაციო საკითხების განხილვას“,- განაცხადა კოვზანაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system