თავში

ბიზნეს ასოციაცია შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს

ბიზნეს ასოციაცია შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს
ბიზნეს ასოციაცია შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ,,შრომის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ კანონში დამსაქმებლებისა და დასაქმებულების უფლებები დაბალანსებული არ არის. ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა და ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინება, კერძოდ კი ეკონომიკის განვითარების დონე.

,,ქართული ბიზნესი კარგად აცნობიერებს როგორც ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მნიშვნელობას, ასევე შრომითი ურთიერთობების სფეროში თანამედროვე სტანდარტების დანერგვის აუცილებლობას, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს უფრო დაცულ, გარანტირებულ, უსაფრთხო სამუშაო ადგილებთან და მაღალშემოსავლიან დასაქმებულებთან. თუმცა, ცვლილებები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს იმგვარად, რომ ერთის მხრივ დაცული იყოს დასაქმებულთა უფლებები, ხოლო მეორეს მხრივ, დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ტვირთი არ დააწვეს კერძო ბიზნესსა თუ სახელმწიფო ბიუჯეტს. 

ამას გარდა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესი უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ეტაპობრივ დაახლოებას, რაც ნიშნავს თავად პროცესის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის დირექტივებით განსაზღვრული მოთხოვნების ადექვატურ შეფასებას და ამავე დირექტივებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და დათქმების მაქსიმალურად გამოყენებას. უფრო მეტიც, საერთაშორისო ვალდებულებები და ევრო-დირექტივები თავისთავად გულისხმობენ და მოიცავენ დაახლოების პროცესის მიმდინარეობას, რაც ქვეყანას დამატებით ლავირების საშუალებას აძლევს, რათა ნებისმიერი ნორმა იყოს თანხვედრაში და შესაბამისობაში ამა თუ იმ ქვეყნის სპეციფიკასთან, მოცემულ მომენტში ეკონომიკის განვითარების დონესთან და სხვა. ჩვენს მიერ მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოთავაზებული ზოგიერთი ცვლილება საერთოდ სცდება ევრო-დირექტივების ფარგლებს და ასევე არ არის გამოყენებული ზემოთ აღნიშული ლავირების შესაძლებლობა.

აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრინციპული პოზიციაა, რომ ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში, განხორციელდეს შესაბამისი ანალიზის საფუძველზე და ეტაპობრივად, რაც საშუალებას მოგვცემს, რეგულატორული პოლიტიკა იყოს ეფექტური, არ განვახორციელოთ გაუმართლებელი ტვირთის დაწესება ბიზნესისა და სახელმწიფოსათვის და ამავდროულად დავრჩეთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცესის ფარგლებში“, - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system