თავში

ბიზნეს ასოციაცია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

ბიზნეს ასოციაცია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
ბიზნეს ასოციაცია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"უკანასკნელ პერიოდში კოვიდ ინფექციის გავრცელების ზრდამ, სამწუხაროდ, აუცილებელი გახადა ახალი შეზღუდვების დაწესება.

ცხადია, ეკონომიკური აქტივობის ნებისმიერი შეზღუდვა არასასურველია განსაკუთრებით ისეთი გამოწვევების მქონე ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა. თუმცაღა, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში COVID-19-ით დაინფიცირებულ ადამიანთა მატება და სიკვდილიანობის ზრდა არის ის ტკივილი, რომელსაც ჩვენ ყველანი განვიცდით და რომელმაც შეუძლებელია არ დაგვაფიქროს უმთავრესზე: ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, როგორც ყველას ერთიან პასუხისმგებლობაზე.

ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახელით მივესალმებით ვაქცინაციის იმ მაღალ ტემპს, რაც ბოლო დღეებში ჩვენს ქვეყანაში ფიქსირდება.

თითოეულმა ჩვენგანმა, უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა ერთობლივად დავძლიოთ ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების ერთ ნაწილში არსებული სკეპტიციზმი. 

დღეს ჩვენი ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრებისა თუ ახლობლების და სხვა მრავალთა სიცოცხლის შენარჩუნება პირდაპირპროპორციულ კავშირშია ვაქცინაციასთან", - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system