თავში

ბიზნეს ასოციაციაში ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის სხდომა გაიმართა

ბიზნეს ასოციაციაში ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომ
ბიზნეს ასოციაციაში ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის სხდომაზე ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის დროს აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების შემცირების იმპლემენტირების შესაძლო ვადები განიხილეს, რომელიც ქვეყნის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულებათაგანია.

ასოციაციის წევრი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს აღნიშნული ვალდებულების დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მოსალოდნელ პოზიტიურ ეფექტზე.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სამუშაო სხდომაზე გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც მოსალოდნელია ამ მასშტაბის ცვლილებების განხორციელებისას, მათ შორის ფუნქციონირებადი ობიექტების ადაპტაცია რეგულაციით გათვალისწინებულ პირობებთან.

კომიტეტის დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ მოსალოდნელი სირთულეების მიუხედავად, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებისაკენ მიმართული ყველა ღონისძიების გონივრულ ვადებში განხორციელება.

„ქვეყნის ევროპული მომავლისაკენ სწრაფვა გულისხმობს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვასა და გაზიარებას. სანავთობო ინდუსტრიის ყოველდღიურ საქმიანობას ბუნებრივად ახლავს თან ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრისაკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება. ჩვენი ვალდებულებაა - მინიმუმამდე შევამციროთ გარემოსათვის შესაძლო ზიანის მიყენების რისკი და ამავდროულად არ დავაზარალოთ ან შევაფერხოთ არცერთი კომპანიის საქმიანობა. ვფიქრობ, გონივრული შუალედი ყოველთვის არსებობს და ამ შემთხვევაშიც სწორედ იმპლემენტირების შესაძლო ვადებზე გავაკეთებთ ძირითად აქცენტს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, შავლეგ მიშველაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system