თავში

ბიზნეს ასოციაციის შეშფოთებას დიმიტრი ცქიტიშვილი არ იზიარებს

ბიზნეს ასოციაციის შეშფოთებას დიმიტრი ცქიტიშვილი არ იზიარებს
ბიზნეს ასოციაციის შეშფოთებას დიმიტრი ცქიტიშვილი არ იზიარებს

ბიზნეს ასოციაციის პოზიცია, რომ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ეს ფორმა გამოიწვევს რიგი ბიზნესების დაზარალებას და სამუშაო ადგილების შემცირებას, არ იზიარებს თავად კანონპროექტში შესატანი ცვლილებების ინიციატორი. დეპუტატის აზრით, აღნიშნული ცვლილებები აუცილებებლია და ბიზნესის ნაწილი, ხელოვნურად ახდენს დრამატიზებას.  

"ყველაფერი ეს სპეკულაციაა. ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი ვალდებულებაა. ისევე, როგორც ნებისმიერი კეთილსინდისიერი ბიზნესის ვაკდებულებაა, რომ ადამიანი ისე ამუშაოს, რომ მისი უფლებები არ შელახოს. თუ ვინმე გადაწყვეტს, ადამიანის უფლებების სტანდარტის ქვეყანაში დადგენის გამო, დასაქმებულს ხელფასი უნდა შეუცვალოს, ეს ამორალურია.  თითოეული ადამიანი საკუთარი მუშაობით, ამ კომპანიებისთვის სიკეთეს ქმნის. შესაბამისად მათ ნორმალური სამუშაო გარემო უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ვსაუბრობთ ნორმალურ სამუშაო გარემოზე, რაც დღეს მოქმედ კანონში უკვე გაწერილია. აქ კი საუბარია, რომ უფრო ეფექტური აღსრულების მექანიზმები იყოს, რადგან არსებულ კანონში რამე ხარვეზები ვინმემ ისე არ გამოიყენოს, რომ ჩვენი მოქალაქეების შრომის ექსპულატაცია მოახდინოს." - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი. 

პროექტის ინიციატორი ადასტურებს, რომ კანონის მიღებამდე, შენიშვნების დეტალური განხილვა და გაანალიზება აუცილებლად მოხდება. შეგახსენებთ, დღეს გამართულ შეხვედრაზე ბიზნეს ასოციაციის წევრებმა, ცვლილებები გააკრიტიკეს, რადგანაც მიიჩნევენ, რომ მსგავსი ინტერვენცია ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system