თავში

ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - BAG

ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - BAG
ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - BAG

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2021 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის თანამშრომლობით აპრილის თვეში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა.

კვლევის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი, რომელიც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასებასა და მოლოდინს ემყარება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გამოკითხვის თანახმად, მეორე კვარტალში ბიზნესი არსებულ მდგომარეობას, გაუმჯობესების მიუხედავად, კვლავ ნეგატიურად აფასებს, თუმცა ბიზნესის მოლოდინი ოპტიმისტურია. საერთო ჯამში, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი პოზიტიურია და აღმასვლის მეოთხედში ხვდება.

კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

2021 წლის II კვარტალში, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი, მშენებლობის სექტორის გარდა, ყველა სექტორისთვის გაუმჯობესდა. ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში როგორც მიმდინარე მდგომარეობის შეფასება, ასევე მოლოდინიც გაუმჯობესებულია. რაც შეეხება მომსახურების სექტორს, კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 2020 წლის III კვარტლის შემდეგ უმჯობესდება, ხოლო მოლოდინი, მცირედი გაუარესების მიუხედავად, კვლავ პოზიტიურია.

მშენებლობის სექტორი, 2020 წლის III კვარტლიდან მოყოლებული, მიმდინარე მდგომარეობას ნეგატიურად აფასებს. 2021 წლის მეორე კვარტალში მშენებლობის სექტორი ერთადერთია, სადაც არცერთი კომპანიის გაყიდვები არ გაზრდილა. სხვა სექტორებისაგან განსხვავებით, მშენებლობის სექტორის მოლოდინიც საგრძნობლად პესიმისტურია. მაშინ როდესაც სხვა სექტორებში გამოკითხულთა 60%-70% მესამე კვარტალში გაყიდვების ზრდას მოელის, მშენებლობის სექტორში მსგავსი მოლოდინი მხოლოდ 13 %-ს აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system