თავში

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2.1 პროცენტით გაიზარდა

​ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2.1 პროცენტით გაიზარდა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2.1 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის ცნობით, საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის IV კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა და 32.0 მილიარდი ლარი შეადგინა. 

კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 12.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.3 პროცენტით ნაკლებია:

2020 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 60.9 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.1 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 22.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.6 პროცენტი, საშუალოზე - 27.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.7 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წლის IV კვარტალში 18.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტით ნაკლები), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 11.0 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.0 პროცენტით ნაკლები).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system