თავში

ბიზნეს სექტორში დასაქმებულებს ხელფასები შეუმცირდათ

ბიზნეს სექტორში დასაქმებულებს ხელფასები შეუმცირდათ
ბიზნეს სექტორში დასაქმებულებს ხელფასები შეუმცირდათ

საქსტატმა ბიზნესსექტორის მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვით, 2020 წლის II კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.5 პროცენტით შემცირდა და 22.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

2020 წლის II კვარტალში ბიზნესში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 631.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.1 პროცენტით ნაკლებია. 

2020 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 175.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 65.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 916.3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 29.7 ლარით). 

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: 

მსხვილი ბიზნესი – 1 204.1 ლარი,

საშუალო ბიზნესი – 1 289.9 ლარი,

მცირე ბიზნესი – 1 055.2 ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system