თავში

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება გაზრდილია

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება გაზრდილია
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება გაზრდილია

2019 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 687.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.8%-ით აღემატება. 2018 წელს ბიზნეს სექტორში 656,5 ათასი ადამიანი მუშაობდა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.1% ქალია, ხოლო 58.9% - კაცი.

ამასთან, დასაქმებულთა 36.5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.4% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.1% - მცირე ბიზნესზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 646.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 4.0 %-ით მეტი).

რაც შეეხება ანაზღაურებას, 2019 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 90.7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა - 946.1 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 73.2 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 1 251.0 ლარი,
  • საშუალო ბიზნესი – 1 407.7 ლარი,
  • მცირე ბიზნესი – 1 132.6 ლარი.
  • საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.2 %, 12.7 % და 10.3%-იანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (10.0%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.6%).
    ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system