თავში

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ოდენობა 7.2 პროცენტით შემცირდა

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ოდენობა 7.2 პროცენტით შემცირდა
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ოდენობა 7.2 პროცენტით შემცირდა

საქსტატის საწარმოთა საქმიანობის შედეგების კვლევის მიხედვით, 2020 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 645.6 ათასით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის III კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა და 29.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 11.6 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.8 პროცენტით ნაკლებია.

რაც შეეხება ბიზნეს სექტორში დასაქმებულებს, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.7 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. ამასთან, საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 437.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.4 პროცენტით ნაკლები). 2020 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 305.9 ლარს გაუტოლდა და გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 10.3 ლარით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system