თავში

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მესამე კვარტალში 5%-ით გაიზარდა.

"2021 წლის III კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 678.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.4 პროცენტი ქალია, ხოლო 57.6 პროცენტი - კაცი", - აღნიშნულია საქსტატის განცხადებაში.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 37.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

ამასთან, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 647.3 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 6.0 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 894.1 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7 პროცენტით მეტი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system