თავში

ბიზნეს სექტორში საშუალო ანაზღაურება 1 455 ლარს შეადგენს

ბიზნეს სექტორში საშუალო ანაზღაურება 1 455 ლარს შეადგენს
ბიზნეს სექტორში საშუალო ანაზღაურება 1 455 ლარს შეადგენს

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 149.7 ლარით გაიზარდა.

შესაბამისად, ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ანაზღაურება 1 455 ლარს შეადგენს. მათ შორის, ქალების ხელფასმა შეადგინა - 1 143.6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 145.2 ლარით). 

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

- მსხვილი ბიზნესი – 1 484.2 ლარი; 

- საშუალო ბიზნესი – 1 703.8 ლარი;

- მცირე ბიზნესი – 1 253.7 ლარი.

2021 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 27.4 პროცენტი, 12.8 პროცენტი და 10.7 პროცენტიანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (9.2 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.1 პროცენტი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system