თავში

ბიზნეს სესხების ზრდის ტემპი 25%-ია

ბიზნეს სესხების ზრდის ტემპი 25%-ია
ბიზნეს სესხების ზრდის ტემპი 25%-ია

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წელს კორპორატიული სექტორის დაკრედიტების ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალია და 25%-ს აღწევს.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნეს სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა. მოსალოდნელია რომ მომდევნო კვარტალში ბიზნეს სესხებზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება. ეროვნული ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის ივნისში, მარტთან შედარებით, კორპორატიული სესხების გაწლიურებული ზრდის ტემპი 25%-მდე გაიზარდა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესს სესხების ზრდა 26%-მდე გაიზარდა.

ვალუტების ჭრილში ბიზნეს სესხების ზრდა მნიშვნელოვანწილად ეროვნული ვალუტით გაცემულმა სესხებმა განაპირობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიზნეს სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში დიდ წილად მშენებლობის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორების დაკრედიტებამ განაპირობა. საბანკო სექტორის წარმომადგენლთა აზრით, მეორე კვარტალში გაიზარდა როგორც საბრუნავი, ისე ძირითადი საშუალებების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხები. საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, მომდევნო კვარტალში ბიზნეს სესხებზე მოთხოვნის ზრდა კვლავ მოსალოდნელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system