თავში

ბიზნეს სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა

ბიზნეს სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა
ბიზნეს სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა

ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნეს სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა.

"მოსალოდნელია რომ მომდევნო კვარტალში ბიზნეს სესხებზე მოთხოვნა მცირედით გაიზრდება", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ეროვნული ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის სექტემბერში, ივნისთან შედარებით, კორპორატიული სესხების გაწლიურებული ზრდის ტემპი 31%-მდე გაიზარდა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესს სესხების ზრდა მცირედით შემცირდა და 20% შეადგინა. ვალუტების ჭრილში ბიზნეს სესხების ზრდა მნიშვნელოვანწილად კვლავ ეროვნული ვალუტით გაცემულმა სესხებმა განაპირობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიზნეს სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში დიდ წილად სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორების დაკრედიტებამ განაპირობა. საბანკო სექტორის წარმომადგენლთა აზრით, მესამე კვარტალში გაიზარდა როგორც საბრუნავი, ისე ძირითადი საშუალებების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხები. საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, მომდევნო კვარტალში ბიზნეს სესხებზე მოთხოვნის მცირედი ზრდაა მოსალოდნელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system