თავში

ბიზნეს-ცენტრ "პიქსელს" ახალი შემოთავაზება აქვს

ბიზნეს-ცენტრ "პიქსელს" ახალი შემოთავაზება აქვს
ბიზნეს-ცენტრ პიქსელს ახალი შემოთავაზება აქვს

ბიზნეს ცენტრის სპეციალური შემოთავაზება - “2000 კვ.მ ერთ სართულზე”, თბილისის მასშტაბით უნიკალურია. სექტემბრიდან პიქსელს ექსკლუზიურად "კოლიერსი"  წარმოადგენს და ვაკეში ოფისის ქირაობით დაინტრესებული კომპანიებისთვის საუკეთესო შეთავაზებების მომზადებაზე მუშაობს. 

"პიქსელში" 30-მდე კომპანია მუშაობს, თუმცა ბიზნეს ცენტრში კვლავაც შესაძლებელია სხვადასხვა ზომის ფართის ქირაობა. 

ბაზარზე გამოჩენის დღიდან, "პიქსელი" ფასების შენარჩუნებას ცდილობს. დღეს აქ ოფისის ქირაობა $16-დან შეგიძლიათ. დაინტერესებულ მოიჯარეებს საშუალება აქვთ დაიწყონ მოლაპარაკებები დღეს და გადავიდნენ მათთვის სასურველ საოფისე სივრცეში უკვე განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე.

ბიზნეს-ცენტრი პიქსელი ბაზარზე უკვე მე-12 წელია ოპერირებს. პიქსელის ინვესტორია ლატვიური კომპანია - Pixel Invest Group LLC. მისი ფასადი უნიკალურია და გენმანულ კომპანია GS Fenster-ს ეკუთვნის, საინჟინრო-სამშენებლო მხარეზე კი გერმანულმა და შოტლანდიურმა კომპანიებმა: WPW-მ და TIC Construction Management-მა იმუშავეს.

პიქსელი თბილისის ყველაზე დიდი ბიზნეს-ცენტრია და ჯამურად 33,601კვ.მ-ს მოიცავს. ბიზნეს-ცენტრი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system