თავში

ბიზნესი დისტანციურ მუშაობაზე გადადის

ბიზნესი დისტანციურ მუშაობაზე გადადის
ბიზნესი დისტანციურ მუშაობაზე გადადის

მთავრობა მკაცრი რეკომენდაცით, ყველა კომპანია დისტანციურ მუშაობაზე გადადის.

როგორც პრემიერმა გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, დაწესებული შეზღუდვების პერიოდში საჯარო მოხელეების 80% დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული.

„ჩვენ მკაცრ რეკომენდაციას გავცემთ ყველა კომპანიისთვის, რომ შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად თანამშრომლები გადავიყვანოთ დისტანციურ შრომაზე. მინდა გითხრათ, რომ საჯარო მოხელეების 80% ამ პერიოდში დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული. მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, ცხოვრება გრძელდება, ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავივიწყებდით და გვერდს ვერ ავუვლიდით საახალწლო დღესასწაულებს, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ეკონომიკის ინტერსებიდან გამომდინარეც. ამიტომ, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, 8 ქალაქში იხსნება ყველა სახის შეზღუდვა. შესაბამისად, ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები, სავაჭრო მოლები, ეს ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა, უმკაცრესად იქნება გაკონტროლებული ეპიდემილოგიური უსაფრთხოების ის ნორმები, რომელიც ჯანდაცის სისტემის მიერ არის დადგენილი. დღესაც ქვეყანაში მოქმედებს ბევრი შეზღუდვა, რომელიც ან დაგვავიწყდა, ან არ ვასრულებთ“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალი პაკეტი წარადგინა.საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომლის მთლიანი პორტფელი სახელმწიფოს 1,1 მილიარდი ლარი უჯდება. დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს და ის მოზიდული თანხებით დაფინანსდება.

სარესტორნო ბიზნესს სესხების პროცენტს მთავრობა გადაუხდის.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.

კომპანიების საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა.

რაც შეეხება მოქალაქეთა დახმარების პაკეტს, 200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება.

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system