თავში

ბიზნესი ,,კომენდანტის საათის" მოხსნას ითხოვს

ბიზნესი ,,კომენდანტის საათის" მოხსნას ითხოვს
ბიზნესი ,,კომენდანტის საათის მოხსნას ითხოვს

ეკონომიკაში შეზღუდვების მოხსნის  პარალელურად, ბიზნესი ითხოვს, რომ ,,კომენდანტის საათიც" გაუქმდეს ან მისი ხანგძლივობა, სულ მცირე, 2 საათით შეამცირონ. ამის შესახებ  report.ge-თან აცხადებს  საქართველოს ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე. მისი შეფასებით, ბიზნესისთვის კომენდანტის საათის არსებობს დამატებითი წნეხია, ამიტომ კარგი იქნება, თუკი ამ შეზღუდვის შემსუბუქება მოხდება.

„ეკონომიკაში შეზღუდვების მოხსნის მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა და ეს არის ძალიან კარგი, ბიზნესი ამოისუნთქავს. მეტი აქტივობა დაიწყება ეკონომიკაშიც, რა მხრივაც მიმაჩნია, რომ გონივრული გადაწყვეტილებაა იღებული. თუმცა შეზღუდვა, რომელიც ჯერაც ძალაშია, ,,კომენდანტის საათს" უკავშირდება. იგი გარკვეულწილად შეიძლება იყოს პრობლემა და იმედი მაქვს, ეს საკითხიც მალე გადაიხედება, ამ რეგულაციასთან დაკავშირებით აშკარად უარყოფითი პოზიცია გამაჩნია, რაც არაერთხელ გამიჟღერებია. შეიძლება, სრულად ვერ გაუქმდეს, მაგრამ 2 საათით რომ შეამცირონ შეზღუდვის ხანგძლივობა, სერიოზულ პრობლემას მოუხსნის კომპენიებს, რომელთა საქმიანობას ,,კომენდანტის საათი" აფერხებს. აკრძალვა რეალურად უკავშირდება იმას, რომ ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ღამის საათებში ხალხმრავალი შეკრებები არ მოხდეს. ამ შეზღუდვის გაუქმება ან ხანგძლივობის შემცირება, არ ნიშნავს, რომ იგივე რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორიც აქამდე იყო. მთავარია, შეზღუდვის მოხსნის შემდეგ იგივე პრობლემა არ შეგვექმნას და ეპიდემიური სიტუაცია არ დავამძიმოთ, რის ალბათობაც დიდია. ამ მხრივ მოსახლეობის დიდი პასუხისმგებლობა  მართებს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ რეკომენდაციები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და მორიგი ლოკდაუნის აუცილებლობა არ დადგეს“, - ამბობს ლევან ვეფხვაძე. 

შეგახსენებთ, რომ ყველა ხანგრძლივი ჩაკეტვის შემდეგ, 25 თებერვლიდან იხსნება სასტუმრეობი, სამთო კურორტები (საბაგირეობი 8 მარტიდან), ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. მუნიციპალური ტრანსპორტი კი 27 თებერვლიდან მოყოლებული შაბათ-კვირასაც იმუშავებს. რესტორნების შიდა სივრცეები ბათუმში 1-ლი მარტიდან ამოქმედდება, ხოლო დანარჩენ საქართველოში - 8 მარტიდან (შაბათ-კვირის გარდა). კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება შესაძლებელი იქნება 1-ლი მარტიდან, ხოლო 15 მარტიდან მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები.

თუმცა, შეზღუდვების მოხსნა ,,კომენდანტის საათს" არ შეეხო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system