თავში

ბიზნესი მთავრობასთან კომუნიკაციის დეფიციტს უჩივის

ბიზნესი მთავრობასთან კომუნიკაციის დეფიციტს უჩივის
ბიზნესი მთავრობასთან კომუნიკაციის დეფიციტს უჩივის

,,ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი მთავრობასთან კომუნიკაციის დეფიციტზე საუბრობს. როგორც ბეგიაშვილი აცხადებს, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ბიზნესმა ვერ შეძლო მთავრობასთან საერთო ენის გამონახვა, რაც სისტემური პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ბიზნესმენი ფიქრობს, რომ მდგომარეობას ვერ შეცვლის ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა, რადგან ირაკლი ღარიბაშვილიც, სავარაუდოდ, იგივე კურსს გააგრძელებს და ეყოლება ბიზნესმენთა საერთო წრე, როგორც მისი წინამორბედების დროს ხდებოდა. 

შედეგად კი, როგორც დავით ბეგიაშვილი აცხადებს, დაზარალდება საერთო ინტერესები და კონკურენციის პრობლემა მუდმივად იარსებებს.

,,ნაკლებად ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას წასვლით შეიძლება მდგომარეობა გაუმჯობესდეს. დღეს ბიზნესისთვის საკმაოდ დაძაბული ფონია. ჯერ ერთი, პანდემიაა და ჩვენს შემთხვევაში, ამას პოლიტიკური კრიზისიც ემატება. არ ჩანს, რომ ბიზნესისთვის შეიძლება რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალოს. ჩინოვნიკები არ აქამდე ლაპარაკობდნენ ბიზნესთან და ამ მხრივ დიდად ვერც ირაკლი ღარიბაშვილი გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯებს, ეს მოლოდინი არ გვაქვს. ბიზნესს სჭირდება ჯანსაღი გარემო, პირველ რიგში, მიუკერძოებელი სასამართლო, რაც დღესდღეობით არ არის, კონკურენციის მხრივაც დიდი პრობლემაა. ტენდერებს მუდმივად ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები იგებენ. არც გახარია გამოირჩეოდა კომუნიკაციით, მისი მოსვლით ამ კუთხით არაფერი შეცვლილა", - ამბობს ბეგიაშვილი და დასძენს, რომ ეს არის სისტემური პრობლემა, სადაც პიროვნების როლი, ვინც არ უნდა იყოს იგი, გადამწყვეტი ვერ იქნება, სანამ მიდგომა არ შეიცვლება. 

,,როგორც ხდება ხოლმე, არის კონკრეტული წრე ბიზნესმენებისა, რომლებსაც პრემიერი ფასადურად ხვდებოდა. ერთმანეთს ამხნევებდნენ და საუბრობდნენ, თუ რა საამურია ცხოვრება ბიზნესის თავისუფლების პირობებში. ამაზე შორს ვერც გახარიას მთავრობა წავიდა. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ბიზნესი შემადგენლობაც კი იგივეა, დამოკიდებულება არ იცვლება. ამ დროს სერიოზული პრობლემაა. ბიზნესი დაზარალდა, შეიძლებოდა უფრო რბილად გადაგვეტანა პანდემიური სიტუაცია, რომ გეგმა ყოფილიო, წინასწარ გვცოდნოდა, რა პროცესები მოჰყვებოდა. ვერც პროგნოზს აკეთებდა ბიზნესი, რთული მდგომარეობაა და დღესაც ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ", - დასძენს report.ge-თან დავით ბეგიაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system