თავში

ბიზნესი პოლიტიკაში - ვისზე დადო "ოცნებამ" ფსონი

ბიზნესი პოლიტიკაში - ვისზე დადო "ოცნებამ" ფსონი
ბიზნესი პოლიტიკაში - ვისზე დადო ოცნებამ ფსონი

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა, რომელთა შორის არიან ბიზნესმენები და მეწარმეები: ერთერთია ზესტაფონის, ბაღდადის, თერჯოლასა და ტყიბულის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ბიზნესმენი ბეჟან წაქაძე , რომელიც სამშენებლო კომპანია GDG–ის ხელმძღვანელი და 50%-იანი წილის მფლობელია. ამასთან, ბიზნესმენი არის შპს დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის - 50%-იანი წილის; შპს ლა გრანდე დიმორას - 50%-იანი წილის; შპს „სოლიდის“ - 40%-იანი წილის; შპს „მაგნოლიას” 100%-იანი წილის მფლობელი. ცნობისთვის, ბეჟან წაქაძეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ 60 ათასი ლარის ფულადი შემოწირულობა აქვს განხორციელებული.

ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის ოლქში მმართველმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატან დაასახელა ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი, რომელიც შპს „გლობალფარმის“ 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორია. კომპანია ფარმაცევტული საქონლით საბითუმოდ ვაჭრობს.  ობოლაშვილი  შპს „მესხეთი 2004-ის“ – 100%იანი წილის; შპს „პარკლაინის“ 60%-იანი წილის; „ჯეომედიცინის“ 35%-იანი წილის მფლობელია.

რაც შეეხება მეწარმე ზაზა დუგლაძეს, რომელიც ხაშურისა და ქარელის ოლქში წარადგინეს მაჟორიტარ კანდიდატადაა წარდგენილი, „ქართული ოცნებისთვის“, 2016 წლიდან ჯამში 115 000 ლარი აქვს შეწირული. ის ბიძინა ივანიშვილის ძმასთან, ალექსანდრე ივანიშვილთან, ერთად შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიის" 23%-ის მფლობელი მეწილეა. კომპანიის 23%-23%-იანი წილებს ფლობენ: ალექსანდრე ივანიშვილი, ზაალ დუგლაძე, მალხაზ ყანჩაველი და დავით დუგლაძე, 8%-ს კი ფლობს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გიორგი კაპანაძე. შპს „ვენი ვიდი ჯორჯიას“; შპს „აისი ინკ“-ის, შპს GIC-ის, შპს „მთაწმინდა-95“, შპს „ეფ ენდ კომპანის“ და შპს ელექტრა-ელტედეს მეწილეა. 

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატად ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში კენჭს იყრის მეწარმე ირაკლი ხახუბია. არის შპს „აისბერგი 2-ის“, შპს „ჯეონათსის“,შპს Gcm Service-სა და შპს Geo Capital Management-ის მეწილე. მას 2018 წელს „ქართული ოცნებისთვის“ 60 ათასი ლარი აქვს შეწირული. ხახუბია მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system