თავში

ბიზნესი პრემიერთან 10-პუნქტიანი გეგმით მივიდა

ბიზნესი პრემიერთან 10-პუნქტიანი გეგმით მივიდა
ბიზნესი პრემიერთან 10-პუნქტიანი გეგმით მივიდა

ბიზნესი პრემიერთან შეხვედრაზე დღეს 10-პუნქტიანი მოთხოვნით მივიდა. ამის შესახებ მედიას ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ “საქართველოს ბიზნესასოციაციის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა. ბიზნესმა ეკონომიკური განვითარებისა და კრიზისის დაძლევის საკუთარი ხედვა 10 პუნქტში გაწერა:

- ლარის კურსი
- FDI (პირდაპირი უცხოური ინვესტიციები)
- სასამართლო
- რეგულაციები
- განათლება
- კაპიტალის ბაზარი
- ინფლაცია
- სექტორული პრეფერენციები
- დოლარიზაცია
- სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა (მათ შორის, ბიუროკრატია)

სოსო ფხაკაძე პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრით კმაყოფილია. მისი თქმით, პრემიერმა ბიზნესს სტაბილურიბის გარანტიები მისცა და დაამშვიდა, მოთხოვნები კი ადეკვატურად მიიღო.

“იყო დაახლოებით 10 პუნქტი, რომლის ქვეშაც წარმოვადგინეთ მთელი ბიზნესის ხედვა, რას ვფიქრობდით თითოეულ თემასთან მიმართებით. ჩვენ ისეთ ინფორმაციას ვერ მივაწვდით ვერავის, რომელიც არ არის ასჯერ გადამოწმებული. დღეს ძირითადად ვიყავით მაკროეკონომისტები და გვინდოდა პროფესიონალურად განგვეხილა ეს საკითხები. ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია, აუცილებლად სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები. პრემიერი შეგვპირდა, რომ თანდათანობით თითოეულს მიხედავს. გვექნება ერთობლივი შეხვედრები, ამით არ დამთავრდება. მოწადინებულები ვართ, რომ ბევრი შეხვედრა გაიმართოს, იმისათვის, რომ ბიზნესი დადგეს ფეხზე რამეთუ ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი და ეს არის ქვეყნის წარმატების მთავარი საწინდარი. ერთად უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად“, - განაცხადა ფხაკაძემ.

შეხვედრაზე მთავრობამ და ბიზნესმა ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებაზეც ისაუბრეს. გადაწყდა, რომ გაიმართება მორიგი შეხვედრა და ამ საკითხზე, ანუ, ლარის კურსზე სებ-ი, ბიზნნესი და მთავრობა იმსჯელებს. გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც ეკონომიკურ საკითხებზე იმუშავებს.

მთლიანობაში ბიზნესი პოზიტიურად აფასებს შეხვედრას და დასძენს, რომ ბიზნესისა და პრემიერის პოზიციები დაემთხვა, რის გამოც შეხვედრის მონაწილეები კმაყოფილები დარჩნენ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მაკროეკონომიკური მიმართულებით მუშაობენ. ეს ბიზნესთან ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრაა პრემიერის რანგში. ბიზნესთან შეხვედრა პრემიერმა გუშინ დაანონსა და ერთგვარი პირობაც დადო, რომ მთავრობა იქნება ბიზნესზე ორიენტირებული, პრობიზნესური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system