თავში

ბიზნესი რეგულაციების სიმკაცრეს იწუნებს

ბიზნესი რეგულაციების სიმკაცრეს იწუნებს
ბიზნესი რეგულაციების სიმკაცრეს იწუნებს

ბიზნესი ევროდირექტივების აღსრულების ტემპს და რეგულაციების მიღების მეთოდს არ იწონებს. საქართველოს ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ რიგ საკითხებში რეგულაციებს საქართველო იმაზე ბევრად მკაცრი სახით იღებს, ვიდრე ეს თავად ევროკავშირის ქვეყნებშია. მათივე შეფასებით, ეს ინვესტიოციების ნაკადზე უარყოფითად მოქმედებს. 

„რატომღაც ჩვენთან იღებენ ყველაზე მკაცრ ნორმებს ევროკავშირიდან. ხომ არავის ვეჯიბრბით, ვის უფრო მაგარი რეგულაცია ექნება? იმაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, როგორ შევქმნათ ბიზნესისთვის თავისუფალი გარემო, რომ შემოვიდეს ინვესტიციები ჩაიდოს. თუ გვსურს, რომ ინვესტიციები შემოვიდეს, ეს რეგულაციები უნდა შევამსუბუქოთ“,- ამბობს ბიზნესასოციაციის დირექტორი ლევან ვეფხვაძე. 

იგივე მოსაზრებისააა "ჰორეკა" სექტორიც. რესტორნებისს და სასტუმროების ასოციაციაში ამბობენ, რომ კოვიდ-რეგულაციების სიმკაცრე ქვეყნის ეკონომიკას ანადგურებს. 

"რეგულაციებისას ზომიერება არის უმნიშვნელოვანესი. ზედმეტად სიმკაცრე ბიზნესს სწირავს გაკოტრებისთვის, მოსახლეობას - უმუშევრობისთვის, ბიუჯეტს კი - შემოსავლების კლებისთვის. ამიტომაც ხელისუფალმა უნდა იპოვოს ოქროს შუალედი, ბიზნესს სასუნთქი არ უნდა დაუკეტოს და ხალხის ჯანმრთელობაც უნდა დაიცვას პანდემიის რისკისგან," - განუცხადეს report.ge-ს ასოციაციაში. 

რეგიონში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები საქართველოშია.  საქართველოს შემოღებული შეზღუდვები რეგიონის და დასავლურ ქვეყნებში ყველაზე მაღალი ხარისხისაა. ევროპული ქვეყნების შეზღუდვების ხარისხი დაახლოებით 60-80 ქულის კატეგორიაში ვარდება. 

წინა შეზღუდვების შედეგად (პირველი ლოკდაუნი) ეკონომიკა დღეში 16 მლნ ლარს კარგავდა. საქართველოში შეზღუდვების მეორე ტალღა "ზედმეტად მკაცრად" შეფასდა. საქართველო COVID შეზღუდვების სიმკაცრით მე-15 ადგილზე იყო მსოფლიოს 184 ქვეყნიდან. შეზღუდვების გამო საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ კარგავს 16 მლნ ლარს. ქვეყანას ჯამურად 2020 წელს 1.0 მლრდ ლარის დანაკარგი უფიქსირდება. საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.1%-ით შემცირდა, ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმს მიადგა. ქვეყნის ეკონომიკის 74 პროცენტს შეადგენს. სპეციალისტების განმარტებით, პანდემიური ეკონომიკური კრიზისი არ წარმოადგენს არც ციკლურ და არც სტრუქტურულ მოვლენას. ეს არის სრულიად ახალი ფენომენი, რომელიც ასახავს სიცოცხლისათვის უაღრესად საშიში დაავადების - COVID-19-ის „ტყვეობაში“ მოქცეული ეკონომიკის რეაქციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system