თავში

ბიზნესი სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვს

ბიზნესი სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვს
ბიზნესი სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვს

საქართველოში ავიამიმოსვლა აღდგა, ქვეყანა ტურისტების მისაღებად მზადაა, თუმცა ტუინდისტრია შედეგებით უკმაყოფილოა და, როგორც ტუროპერატორები report.ge-ს უხსნიან, ვაქცინის დაგვიანებამ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა გადააფიქრებინა. 

სასტუმრო "რაჭა პალასის" დამფუძნებელი თემურ ჯანელიძე გვიზსნის, რომ დღის წესრიგში სახმელეთო საზღვრების გახსნაც უნდა იდგეს. მისი განმარტებით, სახმელეთო საზღვრების გაუხსნელობით ქვეყანა კარგავს მეზობელი ქვეყნები ვიზიტორებს და ამავდროულად იკარგება მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკადიც, რადგან ჰოტელიერის განმარტებით, მაღალმხარჯველი ტურისტები ხშირად ქვეყანას კომბინირებული ტურებით  სწორედ მეზობელი ქვეყნების გავლით სტუმრობენ. 

"მეზობელი ქვეყნებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნა, რა თქმა უნდა, აცრილი ტურისტებისთვის, აუცილებელია. ეს უახლოეს პერიოდში მაინც უნდა დაანონსდეს იმისთვის, რომ ჯავშნების გაკეთების პროცესი მაინც დაიწყოს და არ შეფერხდეს”, - აცხადებს report.ge-სთან სასტუმროს მეპატრონე. 

სახმელეთო საზღვრების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს დამოუკიდებელი გიდი, ტურიზმის საკითხების ექსპერტი, ლევან აბუსერიძეც. მისი განმარტებით, როცა საჰაერო საზღვარი გახსნილია, სახლემელეთო საზღვრის გახსნა არანაირ რისკს არ წარმოადგენს. 

"რა მნიშვნელობა აქვს აცრილი ტურისტი ხმელეთით შემოვა, თუ ცით?! რა წესებიცა და მოთხოვნებიც დღეს საჰაერო მიმოსვლის შემთხვევაში მოქმედებს, იგივე რომ ამოქმედდეს სახლელეთო საზღვრებზეც, ეს ტურინდუსტრია და მის მომიჯნავე სფეროს ოდნავ ანმოსუნთქვის საშყუალებას ნმისცემდა, რადგან არცთუ ისე მცირე ნაწილი ჩვენი ვიზიტორების,  სწორედ სამეზობლოდანაა და ამ ქვეყნებიდან ავიაგზით შემოსვლა ტურისტს ბევრად ძვირი უჯდება, ვიდრე ხმელეთით და ამიტომაც თავს იკავებს. აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ინტერესს გამოხატავენ საქართველოში მოგზაურობაზე, მარალი ინტერესი არის სომხეთიდანაც, მაგრამ საზღვრების გახსნას და ვაქცინაციის  ელოდებიან," - განუცხადა report.ge-ს აბუსერიძემ. 

ცნობისთვის, 2021 წლის თებერვალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები წლიურად 91%-ით შემცირდა. 2020 წელს საქართველოში სულ 1.7 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 81%-იან შემცირებას ნიშნავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ტურისტული სექტორის დანაკარგმა 2020 წელს $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სადაზღვეო ინდუსტრიაში საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის სავალდებულო COVID-დაზღვევის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ტურინდუსტრია ქვეყანაში ვაქცინების კომერციული გზით, საკუთარი ხარჯებით, შემოტანას საკუთარ თავზე იღებს და ხელისუფლებისგან მხოლოდ "ვაქცინა ტურების" ორგანიზების ნებართვას ითხოვს.

საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმა მუშავდება. უკვე მომზადდა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია, რომლის ძირითადი ხაზი უსაფრთხოდ მოგზაურობის შეთავაზებაა. “იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ესაა ძირითადი სლოგანი, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზტულ ბაზრებზე პოზიციონირება მოუწევს. საქართველო პოსპანდემიური ტურიზმის სტანდარტების დანერგვაზეც მუშაობს.

ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს., თუმცა ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი, მანანა ალადაშვილი, ფიქრობს, რომ ტურისტული ინდუსტრიის დიდი მონდომების მიუხედავად, ქვეყანა ,,მწვანე სტატუსის" მისაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. მისი განმარტებით, ამ სტატუსის აღსადგენად, გარდა ვაქცინაციის პროცესისა, მნიშვნელოვანია მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურება, რა მიმართულებითაც ქვეყანა ჯერ კიდევ პასიურია. მთავრობას ზაფხულის ტურიზმისთვის სამზადისს ურჩევენ.

შეგახსენებთ, საქართველომ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვერი გახსნა.

ტურიზმის შესახებ საქართველო კანონს უკვე მესამედ იღებს. ახალი კანონმდებლობაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მსოფლიო ტურიზმი პრიორიტეტად აგროტურიზმს ასახელებს, თუმცა პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ ქვეყანა მუშაობს ტურიზმის შესახებ კანონზე, რომელშიც აგროტურიზმიც შევა.

სოფლებს პანდემიური ტურიზმის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ტურინდუსტრიაში წამყვანი როლი აგროტურიზმმა უნდა შეასრულოს. აგროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალური აკადემიას ქმნის.

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მარტის მეორე ნახევარში ისრაელიდან შესრულდება სამი ფრენა, რომლითაც საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ჩამოვა.

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 44 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი. რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system