თავში

ბიზნესი შიდა ,,ლოკდაუნისთვის" ემზადება

ბიზნესი შიდა ,,ლოკდაუნისთვის" ემზადება
ბიზნესი შიდა ,,ლოკდაუნისთვის ემზადება

ეპიდემიური მდგომარეობის გაუარესებამ ბიზნესი გამოუვალ სიტუაციაში ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ირწმუნება და ამბობს, რომ ეკონომიკაში ,,ლოკდაუნი" არ იგეგმება, მსხვილი მწარმოებლები არ გამორიცხავენ, დამოუკიდებლად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება და შიდა ,,ლოკლდაუნი" გამოაცხადონ.  როგორც ღვინის მწარმოებელი საწარმოს ,,შუხმან ვაინის" წარმომადგენელი ნუცა აბრამიშვილი აღნიშნავს, თანამშრომლების შემცირება მოუწევთ, რადგან covid-19-ის გამო სხვა გამოსავალი არ აქვთ.

,,საქართველოში ამ ეტაპზე საგანგაშო ეპიდემიური ვითარებაა. ბიზნესს მოუწევს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ მოიქცეს და როგორ დაიცვას საკუთარი თანამშრომლები. ლოკდაუნი არ იქნება, რასაც მთავრობა გვპირდება, თავად უნდა უშველოს ყველამ თავს, ვის რა რესურსიც გააჩნია ამისთვის. ჩვენს შემთხვევაში, ბექ-ოფისი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, მაგრამ გვაქვს საწარმო, სასტუმრო, რომელიც დაშვებულია და ღიაა ჯერჯერობით, მაგრამ სიტუაციას ვაკვირდებით და შედეგიდან გამომდინარე, ვიმსჯელებთ. არ გამოვრიცხავ, რომ ბიზნესს მოუწიოს შიდა ლოკდაუნის გამოცხადება, ისევ თანამშრომლების და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც ბიზნესს გააჩნია. ცხადია, ეს დასაქმებაზეც ნეგატიურად აისახება, მაქსიმაურად უნდა ვეცადოთ, რომ მინიმალური ზღვარი დავიცვათ, იქიდან გამომდინარე, რას შემოგვთავაზებს მთავრობა და გააგრძელებს თუ არა 200-ლარიანი დახმარების გაცემას იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც უკვე დაკარგეს სამსახური ან მომავალში დაკარგავენ. არ გამოვრიცხავ, უმუშევრობა გაიზარდოს, ეპიდემიის გავრცელების სტატისტიკა საგანგაშოა, ციფრები ყოველდღიურად მატულობს. ამ დროს აქტივობები მცირდება, რაც ბიზნესის საქმიანობაზე აისახება. სამწუხაროდ, წლის ბოლომდე ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, გაუმჯობესებას არ ველით", - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სისტემურ ლოკდაუნს არ გეგმავს. მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა წერტილოვან შეზღუდვებს მიჰყვება და საბოლოო ჯამში შეზღუდვების საკითხი ყველა ჩვენგანზე, წესების დაცვასა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system