თავში

ბიზნესი წლის ბოლოსთვის დასაქმების ზრდას პროგნოზირებს

ბიზნესი წლის ბოლოსთვის დასაქმების ზრდას პროგნოზირებს
ბიზნესი წლის ბოლოსთვის დასაქმების ზრდას პროგნოზირებს

2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ბიზნესის ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების მმართველი მენეჯერების გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ბიზნეს-კლიმატი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე კოვიდის პანდემიით გათანგული ბიზნესის ფაქტობრივი მდგომარეობა.

ასე აფასებს სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი, სტატისტიკოსი, სოსო არჩვაძე, ბიზნესის მოლოგინის გაუმჯობესებას დასაქმებასთან დაკავშირებით. 

ექსპერტი შენიშნავს, რომ ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში ბიზნეს-კლიმატი შეფასებულია პოზიტიურად (შესაბამისად, +0.8 ქულა და + 12.1 ქულა), მშენებლობაში - ნეიტრალურად, ხოლო მომსახურების სექტორში - მცირედ ნეგატიურად (-3.8 ქულა). ამასთან, ბიზნესის მოლოდინი თავად ბიზნეს-კლიმატზე გაცილებით ოპტიმისტურადაა შეფასებული.

"კერძოდ, იმ დროს, როდესაც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა ფასდება უარყოფითი ნიშნით - -19.04 ქულით (მათ შორის: ვაჭრობა - -20.8, მრეწველობა - -20.0, მშენებლობა - 0.0, მომსახურება - -25.1 ქულა) ბიზნესის მოლოდინი ცალსახად პოზიტიურია - +21.8 ქულა (მათ შორის: ვაჭრობის სექტორი - +25.0 ქულა, მრეწველობა - +50.0, მშენებლობა - - 0.0 ქულა, მომსახურება - +20.0 ქულა)," - ამბობს არჩვაძე და იმასაც დასძენს, რომ მეორე კვარტალის ნეგატიური პროგნოზი დასაქმებასთან დაკავშირებით მესამე კვარტალში პოზიტიურით იცვლება მეოთხე კვარტლის მოლოდინთან დაკავშირებით..

"დაქირავებით დასაქმებულთა ზრდას ვარაუდობს 12.3 პროცენტი, მაშინ როდესაც კლებას - მხოლოდ 5.3 პროცენტი. ამ მონცემების აბსოლუტურ რიცხვებში პირობით „კონვერტირებას“ თუ მოვახდენთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეოთხე კვარტალში დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 120 ათასით გაიზრდება. მთლიანობაში მოტანილი ინფორმაცია ცალსახად ადასტურებს, რომ BAG-ის წევრი კომპანიების მმართველი მენეჯერების განხორციელებული შეფასებები როგორც საქართველოს მოსახლეობისათვის ყველაზე მგრძნობიარე თემის - დასაქმების საკითხებზე, ისე ბიზნესის პერსპექტივებზე, ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად იძლევა," - ამბობს არჩვაძე.

შეგახსენებთ, BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია. ცნობისთვის, პოზიტიური მოლოდინი შენარჩუნებულია ბიზნესის ინდექსშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system