თავში

ბიზნესის 3 გამოწვევა - ლევან ვეფხვაძე 2019 წელს აფასებს

ბიზნესის 3 გამოწვევა - ლევან ვეფხვაძე 2019 წელს აფასებს
ბიზნესის 3 გამოწვევა - ლევან ვეფხვაძე 2019 წელს აფასებს

2019 საქართველოსთვის პოლიტიკური მოვლენებით დატვირთული წელი აღმოჩნდა, რამაც, ბუნებრივია, გავლენა ბიზნესზეც მოახდინა.  ბიზნეს-ასოციაციის დირექტორის ლევან ვეფხვაძის აზრით, სწორედ პოლიტიკური არასტაბილურობა იყო 2019 წელს ბიზნესის მთავარი გამოწვევა. მისი თქმით პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და საგარეო შოკმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ტურიზმისა და საავიაციო სფეროს განვითარება, რამაც სხვა ინდუსტრიებზეც, ჯაჭვური რეაქციით, ნეგატიურად იმოქმედა. 

ბიზნესისთვის,  ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც გახდა

"მცირე დოლარიზებული ეკონომიკისთვის, ყოველთვის მტკივნეულია ეროვნული ვალუტის კურსის ასეთი ვარდნა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, ეს აისახება ფასებსა და ინფლაციაზე. საწარმოებისათვის, როგორც წესი, ეს პრობლემატური საკითხია, რადგან მათ აქვთ ფინანსური რესურსი დოლარში და ამ ფინანსურ რესურსებს ემსახურებიან დოლარში, შესაბამისად ეზრდებათ დანახარჯები", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ის ახალ რეგულაციებსაც აფასებს და ამბობს, რომ მათ, ხშირ შემთხვევაში, დამატებითი პრობლემები შექმნეს.

"ნებისმიერი ტიპის რეგულაცია არის დამატებითი  წნეხი მსხვილი ბიზნესისთვის და პრობლემატურია. მაგალითად, საბანკო რეგუალციებმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინა საცალო გაყიდვებზე, მშენებლობაზე და ა.შ.",- ამბობს ბიზნეს ასოციაციის დირექტორი. 

ამგვარად, 2019 წელს, ბიზნესს სამ მთავარ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება: პოლიტიკური არასტაბილურობა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და დამატებითი რეგულაციები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system