თავში

ბიზნესის განწყობის ინდექსი1.7 პუნქტით შემცირდა

ბიზნესის განწყობის ინდექსი1.7 პუნქტით შემცირდა
ბიზნესის განწყობის ინდექსი1.7 პუნქტით შემცირდა

2021 წლის II კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 1.7 პუნქტით შემცირდა და 1.7-ს გაუტოლდა, წინა კვარტალში საგრძნობი გაუმჯობესების შემდეგ. ამის შესახებ ირკვევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშიდან, რომლის მიხედვით, ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, რომელსაც მოყვება სოფლის მეურნეობის და მშენებლობის სექტორები. BCI-ის უარყოფითი ცვლილება 2021 წლის II კვარტლისთვის პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა.

ISET-ის განმარტებით, ბიზნესის განწყობის ინდექსი იცვლება [-100; +100] სკალაზე. ინდექსის სიდიდე გვაჩვენებს გამოკითხული რესპონდენტების დადებითი და უარყოფითი პასუხების შეწონილ ბალანსს. თუკი გამოკითხული ბიზნესების 100% იქნება პოზიტიურად განწყობილი, მაშინ ინდექსი გაუტოლდება 100-ს. -100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი უარყოფითად არის განწყობილი. თუ განწყობის ინდექსი გაუტოლდება 0-ს, ნიშნავს, რომ დადებითად და უარყოფითად/ნეიტრალურად განწყობილი ბიზნესების განაწილება თანაბარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system