თავში

ბიზნესის ინდექსში პოზიტიური მოლოდინი ნარჩუნდება

ბიზნესის ინდექსში პოზიტიური მოლოდინი ნარჩუნდება
ბიზნესის ინდექსში პოზიტიური მოლოდინი ნარჩუნდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის პირველი ნაწილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ბიზნეს კლიმატის ინდექსს მოიცავს.

კვლევის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კლიმატის ინდექსი, წინა კვარტლის მსგავსად, კვლავ აღმასვლის მეოთხედშია, რაც ნიშნავს, რომ ასოციაციის გამოკითხული წევრები თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას კვლავ უარყოფითად აფასებენ, თუმცა ამავდროულად, პოზიტიური მოლოდინი ნარჩუნდება .

რომ 2020 წლის III კვარტალში, II კვარტალთან შედარებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება ოდნავ გაუარესდა,მაშინროცა -12.3-დან -19.0-მდე შემცირდა.რაც შეეხება მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, იგი გაუმჯობესდა და 12.2-დან 21.8-მდეგაიზარდა.

კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები ოთხ სექტორად არის დაყოფილი: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 

2020 წლის III კვარტალში, სექტორებს შორის, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი, მომსახურების სექტორის გარდა, ყველა სექტორისთვის დადებითია. 

როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, აღნიშნული შეფასება სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან პანდემიის შედეგად, შექმნილი ვითარება ყველაზე მეტად მომსახურების სექტორმა იგრძნო. სწორედ ამიტომ, მომსახურების სექტორი მიმდინარე მდგომარეობას მკვეთრად უარყოფითად აფასებს. თუმცა, სირთულეების მიუხედავად, ამ სექტორის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ოპტიმისტურია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system