თავში

ბიზნესის მოდერნიზებას 1000-ზე მეტი ფერმერი ცდილობს

ბიზნესის მოდერნიზებას 1000-ზე მეტი ფერმერი ცდილობს
ბიზნესის მოდერნიზებას 1000-ზე მეტი ფერმერი ცდილობს

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოსულია 1000-ზე მეტი განაცხადი.

მდგომარეობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში არ შეცვლილა. 24 ივლისის მონაცემებითაც და 10 ივლისის მონაცემებითაც მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოსული იყო 1000-ზე მეტი განაცხადი.

მიზრეზი მარტივია: აღნიშნული პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტის შესაბამისად, ახალი განაცხადების მიღება შეჩერებულია 2020 წლის 14 ივნისის 23:59 საათიდან.

 ამ ეტაპზე განაცხადები განიხილება და შედეგები მოგვიანებით გასაჯაროვდება.

პროგრამა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

განაცხადების მიღება წარმოებდა ელექტრონულად სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით.
შემოსული განაცხადის შესაბამისობის დადგენის შემდეგ, პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი და ფინანსური თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ბიზნესგეგმის/ბიზნესმოდელის შეფასების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გადასვლის საკითხი განიხილება თანადაფინანსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის თანადაფინანსების შესახებ. განაცხადები განიხილება წარდგენის თარიღის რიგითობის შესაბამისად.
თანადაფინანსების კომიტეტის სხდომები მიმდინარე წლის 15 ივლისიდან, ყოველთვიურად ჩატარდება.

პროგრამის მიზანი და ამოცანა

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით.

პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარმოდგენისთვის ბენეფიციარი გადის ორ ეტაპს :

1. მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია.

2. განაცხადის შევსება და გადაგზავნა.

უწყების ცნობით, ზოგადადა აგროწარმოების ხელშეწყობისპროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი 380-ზე მეტი განაცხადი. აგროწარმოების ხელშეწყობისპროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 10 მლნ ლარს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system