თავში

ბიზნესის რომელ სექტორშია ფულის გათეთრების მეტი შესაძლებლობა

ბიზნესის რომელ სექტორშია ფულის გათეთრების მეტი შესაძლებლობა
ბიზნესის რომელ სექტორშია ფულის გათეთრების მეტი შესაძლებლობა

საქართველოში ფულის გათეთრების ყველაზე მაღალი რისკი სათამაშო ბიზნესშია - ამის შესახებ ნათქვამია "საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაში," რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. ანგარიშის მიხედვით, სათამაშო ბიზნესში ფულის გათეთრების რისკი “საშუალო-მაღალია”, მაშინ როცა სხვა სექტორების ფულის გათეთრების რისკი საშუალოდაა შეფასებული. ეს რისკი "დაბალი" სტატუსით შეფასდა: სადაზღვევო სექტორში, საკრედიტო კავშირებში, სანოტარო მომსახურებაში, საბუღალტრო და აუდიტორიულ მომსახურებაში. დაბალია  ტეტორირზმის დაფინანსების რისკიც.

რისკების შეფასების ანგარიშის მომზადებას ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობასთან მოქმედი საბჭო, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი თავმჯდომარეობს. საბჭოს ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგელობაში შედიოდა “ყველა კომპეტენტური ორგანოს” წარმომადგენელი(შსს, შემოსავლების სამსახური, პროკურატურა…). სამუშაო ჯგუფის ფუნქცია იყო რისკების შეფასების ანგარიშის პროექტის მომზადება და კომისიისთვის წარდგენა. ჯგუფს ევროპის საბჭოს ექსპერტმაც გაუწია მეთოდოლოგიური დახმარება. შეიქმნა თემატრი ქვეჯგუფები, რომლებიც პრაქტიკოსი ექსპერტებით დაკომპლექტდა.

რისკების შეფასების ანგარიში ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ეროვნულ დონეზე და სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება.

ცნობისთვის, საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესიაქვეყანა სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე მუშაობს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system