თავში

ბიზნესისთვის ახალი პორტალი-labour.moh.gov.ge ამოქმედდა

ბიზნესისთვის ახალი პორტალი-labour.moh.gov.ge ამოქმედდა
ბიზნესისთვის ახალი პორტალი-labour.moh.gov.ge ამოქმედდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ახალი პორტალი- labour.moh.gov.ge წარადგინა, სადაც ბიზნესი ეკონომიკურ საქმიანობის აღდგენისას თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების მიზნით უნდა დარეგისტრირდეს.

ბექა ფერაძის განცხადებით, პორტალი მონიტორინგის მექანიზმია იმისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა ეფექტურად აღდგეს და თანამშრომლების ტესტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

ფერაძის განმარტებით, თუ ბიზნესი თანამშრომლების ტესტირების ვალდებულებას არ შეასრულებს შრომის ინსპექცია უფლებამოსილია სანქცირების მექანიზმი გამოიყენოს.

ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის მეშვეობით ჩამოვყალიბდით, თუ რა ოდენობის დასაქმებული ადამიანი უნდა იყოს გატესტილი ეკონომიკური საქმიანობის აღდგენასთან ერთად და ეს განისაზღვრა 20%-ით ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტის მიმართ, სადაც არის 30 და მეტი დასაქმებული, მათ შორის ეს ეხება ბაზრებს და ბაზრობებს. ასევე განსაზღვრულია, 50% კვების ობიექტების მიმართ და ასევე მასწავლებელთა ტესტირება აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში. იმისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა ეფექტურად აღდგეს და ტესტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს, ბუნებრივია, აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი, რისთვისაც შეიქმნა სპეციალური პორტალი, სადაც უკვე დღეიდან ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც 322-ე დადგენილების შესაბამისადაა დაანონსებული, რომ ოპერირებას იწყებს, მოახდინოს რეგისტრაცია“,-აღნიშნა ბექა ფერაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system