თავში

ბიზნესისთვის დაბრუნებული დღგ-ის ოდენობა გაორმაგდება

ბიზნესისთვის დაბრუნებული დღგ-ის ოდენობა გაორმაგდება
ბიზნესისთვის დაბრუნებული დღგ-ის ოდენობა გაორმაგდება

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და განაცხადი, რომ სახელმწიფო მისთვის ფისკალურად ყველაზე რთულ დროს, რეფორმას არა თუ ანელებს, არამედ ყველაზე აქტიურად ახორციელებს," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, 2019 წელს გადასახადის გადამხდელებს ზედმეტად გადახდილი გადასახადიდან, დაუბრუნდა 614 მილიონი ლარი, 2020 წელს, დღეის მონაცემებით, პანდემიის მიზეზით საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების მიუხედავად, სახელმწიფომ ბიზნესს დაუბრინა 811 მლნ ლარის დღგ და წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 1 მილიარდ ლარამდე იქნება. 

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, დღევანდელი კონტექსტის, დღევანდელი საბიუჯეტო წნეხის გათვალისწინებით, რომელიც გამომდინარეობს შემოსავლების კლებიდან. ვფიქრობ, ამ სიგნალს სათანადოდ დააფასებს ჩვენი ბიზნესსექტორი, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენის პროცესს. ისინი უფრო თამამები იქნებიან თავიანთ საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ბიზნესსაქმიანობაში. ჩვენ სწორედ ამ მიზნის მიღწევა გვსურდა, რომ ყველანი უფრო მეტი ოპტიმიზმით აქტიურად შევუდგეთ იმ აღდგენის პროცესს, რომელიც 2021 წელს გველოდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა და დასძინა, რომ გადამხდელის ხარჯზე ბიუჯეტი არ შეივსება.

დღგ ავტომატურად 150 000-მდე კომპანიას დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურ ჭრილში 3.2%-ით გაიზარდა.

პროექტი „დღგ-ის ავტომატური დაბრუნება“ სრულად სულ რაღაც ორი დღეა მოქმედებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის დღგ-ის დაბრუნების მოდულში ასახული ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება, მოთხოვნის წარმოდგენის გარეშე, ავტომატურად განხორციელდება მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

ნოემბრის თვეში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით 9 000-ზე მეტ დღგ-ს გადამხდელს დაუბრუნდა 70 მილიონ ლარზე მეტი თანხა.

ცნობისთვის, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.

ბიზნესი დღგ-ის რეფორმას იწონებს.

იმის გასაგებად, რა ცვლილებებს ითვალისწინებს "დღგ-ის რეფორმა", როგორ ცვლის ის ბიზნესგარემოს და რა დადებითი გავლება ექნება მას საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system