თავში

ბიზნესისთვის დამატებითი საგადასახადო შეღავათები არ იგეგმება

ბიზნესისთვის დამატებითი საგადასახადო შეღავათები არ იგეგმება
ბიზნესისთვის დამატებითი საგადასახადო შეღავათები არ იგეგმება

ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დამატებითი საგადასახადო შეღავათების დაწესებას არ გეგმავს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა აღარ მიმდინარეობს.

"დამატებითი შეღავათების დაწესება ვერ მოხდება, რადგან თითოეული დამატებით შეღავათი არის ბიუჯეტის დამატებითი დეფიციტი, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად აისახება, უკვე ვართ დეფიციტის იმ მაჩვენებელზე, რომლის უფრო გაზრდა კონტრპროდუქტიულია ეკონომიკისთვის“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულნი არიან 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლს მაისის ჩათვლით. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 33 ათასი კომპანია და 425 ათასი დასაქმებული. ბიუჯეტი 260 მლნ ლარს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system