თავში

ბიზნესისთვის ეპიდემია და ლარის გაუფასურება ორმხრივი სტრესია

ბიზნესისთვის ეპიდემია და ლარის გაუფასურება ორმხრივი სტრესია
ბიზნესისთვის ეპიდემია და ლარის გაუფასურება ორმხრივი სტრესია

ცალკე ეპიდემიის, ცალკეც ლარის კურსის გამო ადგილობრივ წარმოებას უფრო და უფრო უჭირს. ბიზნესი ფასების ზრდის მოლოდინშია. როგორც შპს ,,ჩირინას" დამფუძნებელი, ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე ამბობს, ბიზნესი დილემის წინაშეა - გაზარდოს ფასი და წარმოება შეამციროს თუ სიტუაცია დარჩეს და საფასო ცვლილებას მოერიდოს. ეს, როგორც ვაშაკიძე ამბობს, ძნელად მისაღწევია, რადგან ფასები მწარმოებლებს ,,კბილით უჭირავთ" და ლარის მცირე რყევაც ბიზნესს ძალიან აზარალებს.

,,პანდემიას ვებრძვით, მაგრამ ასევე გვიჭირს გაუფასურებულ ლართან გამკლავება. ეს ორივე პროცესი ბიზნესისთვის მრავალმხრივ ცუდია. პირველ რიგში, სამწუხარო ფაქტია, რომ თანამშრომების ხელფასი უფასურდება და მათი ფინანსური მდგომარეობა ამის გამო უარესდება. ყველაფერი ძვირი ღირს, შემოსავლები იკლებს და მსყიდვითუნარიანობის მაჩვენებელიც მცირდება. ფასი ჯერჯერობით ,,კბილებით გვიჭირავს", რომ გავაძვიროთ პროდუქტი, ხალხი ვერ იყიდის, ძირითადად ეს გვაკავებს. მთავრობა, ალბათ ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად, რადგან მართლაც მძიმე სიტუაციაა -  ფასი თუ გავზარდეთ, წარმოების კლება მოგვიწევს, რაც გაყიდვებზეც ადეკვატურად აისახება, შეიძლება ითქვას, რომ დილემის წინაშე ვდგავართ", - ამბობს ბიზნესმენი.

ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში ლარის გაუფასურების ტენდენცია ფაქტობრივად არ შცვლილა. ამ ეტაპზე ,ამ ეტაპზე Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2200 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, 1 ამერიკული დოლარი 3.2140 ლარი ღირს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system