თავში

ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ყოლა სავალდებულო გახდა

ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ყოლა სავალდებულო გახდა
ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ყოლა სავალდებულო გახდა

2019 წლის 1 სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ის მუხლები ამოქმედდა, რომელებიც ბიზნესკომპანიებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის დაქირავების ვალდებულებას აკისრებს. აღნიშნული კანონი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე ვრცელდება, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე. 

საქართველოს ორგანული კანონის მე-2 და მე-7 მუხლების საფუძველზე დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების დასაცავად დანიშნოს, ან მოიწვიოს სერტიფიცირებული სპეციალისტი. 

კანონის თანახმად, დამსაქმებელს რომელსაც 20, ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
კანონის თანახმად, 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს უნდა ჰქონდეს გავლილი სპეციალური აკრედიტებული პროგრამა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system