თავში

ბიზნესმა ხელფასები თითქმის მასიურად შეამცირა

ბიზნესმა ხელფასები თითქმის მასიურად შეამცირა
ბიზნესმა ხელფასები თითქმის მასიურად შეამცირა

მომსახურების სფეროში მომუშავე თანამშრომლების დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა, მაგრამ დიდად სახარბიელო არც მათი მდგომარეობაა, რომლებსაც სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდათ, რადგან ხელფასი ძალიან ბევრმა კომპანიამ შეამცირა, ამ მხრივ საკმაოდ რთული სიტუაციაა. როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ report.ge-ს განუცხადა, მათი რაოდენობა, ვისაც შეუმცირდა ანაზღაურება და სამუშაო დრო, გაცილებით მეტია, ვიდრე ფიზიკურად დაკარგული სამუშაო ადგილები. სერიოზული ეკონომიკური ვარდნაა და ასეთ პირობებში, ცხადია, რომ როგორც დასაქმებას, ასევე ხელფასების მოცულობის მხრივაც პრობლემაა, თუმცა, როგორც სტატისტიკოსი აღნიშნავს, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი ფაქტორია საყურადღებო.

,,ჩვენი პრობლემა არა უმუშევრობის ზრდა, არამედ მასობრივი არასრული დასაქმება და დასაქმებულთა ანაზღაურების შემცირებაა. როცა კაცი ითვლება დასაქმებულად, არ ხვდება უმუშევართა სტატისტიკაში, მაგრამ მათი ანაზღაურება ეკონომიკაში კლებულობს. სამწუხაროდ, ამის სტატისტიკა ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ რეალურად მათი რიცხვი, ვისაც შუმცირდა შემოსავლები ბევრად აღემატება მათ რაოდენობას, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. ეკონომიკისთვის ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, რადგან აქტივობა მცირდება. ფარული უმუშევრობის ფაქტორიც უნდა იქნას გათვალიისწინებული, როცა ვსაუბრობთ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე. შემოსავლების კლება მრავალმხრივ ნეგატიურია, ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია. დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის წინანსწარი მონაცემის მიხედვით, ოქტომბერში კლება დაფიქსირდა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით. რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც დაახლოებით 4,2%-ით შემცირდა. ამას პანდემიური საფუძველიც აქვს, მაგრამ ცხადია, რომ აქტივობა შემცირდა და ბიზნესში დასაქმებულების შემოსავლებზე უარყოფითად მოქმედებს",- აცხადებს არჩვაძე.

რაც შეეხება საჯარო სექტორში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებას, სტატისტიკოსის თქმით, სიტუაცია თითქმის არ შეცვლილა. თუმცა, როგორც არჩვაძე ამბობს, ბიუჯეტის ფორმირების დიდი წილი კერძო სექტორის აქტივობაზეა და თუ მან გადასახადები ვერ გადაიხადა, საჯარო სექტორში დასაქმებულების საშემოსვალო გადასახადი ბიუჯეტს ნამდვილად არ ეყოფა, რაც დიდ პრობლემას გამოიწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system