თავში

ბიზნესმა ლიკვიდობის პრობლემა დაძლია

ბიზნესმა ლიკვიდობის პრობლემა დაძლია
ბიზნესმა ლიკვიდობის პრობლემა დაძლია

"PwC საქართველომ" კორონავირუსით გამოწვეული ბიზნესის ზარალის კვლევა განაახლა. შედეგები საქართველოს კერძო სექტორის მოლოდინებს ასახავს. საქართველოში მომუშავე 774-მა ბიზნესის გამოკითხვამ აჩვენა, რომ  შემცირებულია ზეწოლა ლიკვიდობაზე. 

თუ აპრილში ლიკვიდობის პრობლემა კომპანიების 28%-ს ჰქონდა, სექტემბრის ბოლოს მათი ოდენობა 10%-მდეა დასული. 

ოპტიმიზს ძირითადად დიდი ზომის კომპანიები ინარჩუნებენ. გამოკითხულთა დაახლოებით 70% არ ელოდება ლიკვიდობის პრობლემას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.შეგახსენებთ, აპრილის კვლევაში, დამცავ მექანიზმად ბიზნეს საქმიანობის შეჩერება გამოიყენა თვითდამსაქმებელმა, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებმა. ყველა გამოკითხული კომპანია, გარდა დიდი ზომის კომპანიებისა, იძულებული გახდა შეეზღუდა წარმოების მოცულობა. ამ ეტაპზე უმეტესად მხოლოდ მსხვილი კომპანიების თანამშრომლებმა შეძლეს სახლიდან მუშაობის გაგრძელება.

შეგახსენებთ, პანდემიის გამო ბიზნესის ნახევარზე მეტს შემოსავლები მინიმუმ გაუნახევრდა. გამოკითხული ბიზნესების 75%-მა შემცირებული შემოსავლების ფონზე, საგადასახადო თუ საბანკო ვალდებულებები ნაწილობრივ თუ სრულად გადაავადა. კომპანიებში შემცირებულია თანამშრომელთა გათავისუფლების ტენდენცია. 

კვლევა ინვესტორთა საბჭოს ეგიდით ჩატარდა და ის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის განახლებას წარმოადგენს. კერძო სექტორის კვლევა ჩატარდა 11 სექტემბერი - 2 ოქტომბრის შუალედში ონლაინ გამოკითხვის გზით და მასში მონაწილეობა 774-მა ბიზნესმა მიიღო.PWC-ის თანახმად, გამოკითხული საწარმოების 42% - მიკრო ბიზნესი, 26% - მცირე ბიზნესი; 11% - საშუალო ზომის ბიზნესი; 5% - მსხვილი ბიზნესი 17% კი თვითდასაქმებული ინდ.მეწარმე იყო.

ცნობისთვის ლიკვიდობა იგივე ლიკვიდურობა ეკონომიკური ტერმინია, რომელიც მიუთითებს ფასიანი ნივთების (აქტივების) უნარზე სწრაფად გაიყიდოს საბაზროსთან მიახლოებულ ფასად. ლიკვიდური იგივე ფულად ქცევადია.  განასხვავებენ მაღალლიკვიდურ, დაბალლიკვიდურ და არალიკვიდურ ფასეულობებს (აქტივებს). რაც უფრო სწრაფად და ადვილად შეიძლება აქტივზე მისი სრული ღირებულების მიღება, მით უფრო ლიკვიდურად ითვლება იგი. ლიკვიდურობის უმაღლესი ხარისხი ფულად ერთეულებს გააჩნია.

ლიკვიდურობა შეიძლება გავიგოთ, როგორც აქტივების მოძრაობა, რაც უზრუნველყოფს მათ მფლობელს შესაძლებლობების გადაუხდელობისა და დროულად გადახდის შესაძლებლობას. დღეს არსებობს რამდენიმე ცნება, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან: აქტივების ლიკვიდობა, ქონება, ბალანსი, საწარმო, ბაზარი, ფული, საფონდო ბირჟა. ბალანსის ლიკვიდობა საწარმოს ლიკვიდურობის საფუძველია, ვინაიდან მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ფული ვიდრე მოგება. ფულის სიმცირე ხშირად სავალალო ფინანსურ მდგომარეობას იწვევს.

საგულისხმოა, რომ ბალანსის ლიკვიდობა უფრო მოცულობითი კონცეფციაა, ვიდრე ქონების ლიკვიდობა. ეს ტერმინი გამოიყენება საწარმოების, ბანკების, საფონდო ბირჟების, სხვადასხვა ორგანიზაციების და ფასიანი ქაღალდების მიმართ. უმოკლეს დროში გაყიდული ფულადი სახსრებისა და აქტივების ოდენობის თანაფარდობა და მიმდინარე ვალდებულებების (ვალდებულებების) ოდენობა განსაზღვრავს ლიკვიდურობის ხარისხს. ტერმინი "თხევადი" ნიშნავს ნებისმიერ აქტივს, რომელიც სწრაფად შეიძლება გადაიქცეს ფულად. ამ კატეგორიაში შედის:

  • მსხვილი სააქციო საზოგადოების აქციები და ობლიგაციები;
  • სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები;
  • ცნობილი კომპანიების ვადიანი გადასახადები;
  • უდავო დებიტორული დავალიანება;
  • ადვილად რეალიზებადი ღირებულებები;
  • ძვირფასი მეტალები.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system