თავში

ბიზნესმა პრემიერთან 2 მოთხოვნა დააყენა

ბიზნესმა პრემიერთან 2 მოთხოვნა დააყენა
ბიზნესმა პრემიერთან 2 მოთხოვნა დააყენა

მთავრობის ადმინისტრაციაში, კერძო სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს შეხვდდნენ.

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მედიათან კომენტარი გააკეთა.

სოსო ფხაკაძის ინფორმაციით, კერძო სექტორმა პრემიერს ორი მოთხოვნით მიმართა. ორივე საკითხი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ეხება.

„მიმდინარე წლის 22 მაისს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რომელიც 2 სექტორს შეეხო, ერთი იყო კონკრეტული ეკონომიკური საქმინობების სახეები, რომელიც საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორითაა დადაგენილი. კონკრეტულად ეს ეხებოდა სასტუმროებს, განთავსების საშუალებებს, კაფე-რესტორნებს და ტურისტულ კომპანიების. ამ ინდუსტრიას ძალიან უჭირს და მას უდგება 1 დეკემრიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება, რომლის გადავადება 4 თვის ვადით განხორციელდა. ამან მოიცვა აპრილის-მაისი-ივნისი და ივლისი. რეალური ვითარება ასეთია, რომ ამ ინდუსტრიას არ უმუშავია წელს, თუ აგვისტოს არ ჩავთვლით და მომდევნო თვეების განმავლობაში ამ კუთხით კარგი პროგნოზები არ არის. ვითხოვთ, რომ ეს დაგროვილი გადასახადი ჩამოეწეროს ამ ინდუსტრიას. 

მეორე საკითხი, ასევე 22 მაისის გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ნებისმიერი კომპანია თუ დასაქმებულის ხელფასი იყო 1500 ლარამდე, აქ არის 148-150 ლარის შეღავათი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და აქაც ფოკუსირებული ვართ იმ ადამიანებზე, ვისაც დაბალი შეღავათი აქვს და ასეთები მთელ ინდუსტრიაში ათასობით არიან. ეს ვადა იწურება 1 ნოებრისთვის და ჩვენი თხოვნაა, რომ მინიმუმ 6 თვით, ანუ ერთი ფისკალური წელი, რომ მოიცვას მოგვეცეს საშუალება, რომ ეს გადასახადი არ გადავიხადოთ“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ და დასძინა, რომ დღევანდელ დღეს ყველაზე მნიშვნელვანია თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვაა და ბიზნესი ყველა რეგულაციის, ყველა მოთხოვნის დაცვისთვის მზადაა.

პრემიერმა ბიზნესთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება. მთავრობის მეთაური ინვესტორებს დაჰპირდა, რომ თუკი ქვეყანაში შემოვა ნებისმიერი მოცულობს ინვესტიცია და მას რაიმე სახის ბიუროკრატიული პრობლემა შეექმნება, გიორგი გახარია პირადად ჩაერევა და ბიზნესს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მთავრობის მეთაურმა ბიზნესსექტორს ისიც აუხსნა, რომ გაისად ეკონომიკური სტიმულირებისთვის რესურსი შეზღუდული იქნება.

შეგახსენებთ, დღეს 5 მსხვილმა ბიზნესასოციაციამ პრემიერს ღია წერლით მიმართა. მთავრობას ბიზნესი შემდეგ შეღავათებს სთხოვს: 1. განხილულ იქნას საკითხი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების თაობაზე. 2. მოხდეს დღგ-ს გადახდა საქონლის რეალიზაციის შემდეგ. 3. ეთხოვოს საბაკო სექტორს, ბიზნეს კომპანიებისთვის შესაძლებლობის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაწევა და საბანკო ვალდებულებების 6 თვით გადავადება. 4. კორონავირუსით დაზარალებული კომპანიებისთვის 6 თვის ვადით თანხის გადავადების და ეტაპობრივი გადახდის გონივრული სქემების შემუშავება. 5. მცირე კომპანიებში, დასაქმებულების შენარჩუნების სანაცვლოდ 6 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ის ფონდის თანხების მეშვეობით მოხდეს ხელფასის ნაწილის კომპენსირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system