თავში

ბიზნესმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი გაიცნო

ბიზნესმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი გაიცნო
ბიზნესმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი გაიცნო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) გაიმართა საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ზურაბ ძნელაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა.

ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ წევრი კომპანიების წარმომადგენლებს წარუდგინა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა, რომელმაც ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობასა და სტრატეგიულ გეგმებზე.

სხდომაზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ქონდათ, აღნიშნულ უწყებებთან, დიალოგის ფორმატში, განეხილათ მათთვის აქტუალური საკითხები, როგორიც არის დღგ-ს და ქონების გადასახადის მარეგულირებელი ნორმები, ნავთობპროდუქტებთან მიმართებაში აქციზის გადასახადი, საწარმოო/ბუნებრივი დანაკარგები, საგადასახადო დავების განხილვის არსებული მექანიზმები და სხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system