თავში

ბიზნესომბუდსმენი და შრომის ინსპექტირების უფროსი ბიზნესასოციაციებს შეხვდნენ

ბიზნესომბუდსმენი და შრომის ინსპექტირების უფროსი
ბიზნესომბუდსმენი და შრომის ინსპექტირების უფროსი ბიზნესასოციაციებს შეხვდნენ

ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე საქართველოში მოქმედ დარგობრივ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულების პროცესს მონიტორინგს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით განახორციელებს.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკის გახსნის, სამუშაო ადგილებზე ვირუსის პრევენციისა და თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ბიზნეს სექტორებთან მთავრობის შესაბამისი უწყებებისგან კომუნიკაცია გაგრძელდება.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო დარგობრივ ასოციაციებთან. მოვისმინეთ ის პრობლემები, რომელიც ბიზნეს აქვს დღეს და, რომელიც გამოწვეულია COVID 19-ით. ვიმსჯელეთ თუ, როგორ უნდა მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს, სახელმწიფოს და ბიზნესის კოორდინაცია, რომ ბიზნესმა საქმიანობის განახლების შემდეგ შეძლოს დაიცვას ყველა ის სტანდარტი და რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვანია ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასარიდებლად. ბიზნესს დღეს აქვს გამოწვევები და სახელმწიფოს და კერძო სექტორის მჭიდრო კოოპერაციით შესაძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა და ბიზნესის ყველა პრობლემაზე დროული პასუხი, პირველ რიგში რეკომენდაციებით და გაიდლაინების მიცემით, როგორ დაიცვან თავი. დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება იმის საფუძველი, რომ ბიზნესი დროულად გაიხსნას, დროულად ამოქმედდეს, კვლავ შეიქმნას სამუშაო ადგილები და დაუბრუნდეს ნიშნულს, რომელიც არსებობდა COVID 19-მდე“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოს საბანკო ასოციაციის, ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, მენაშენეთა ასოციაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის, ბაზრობების ასოციაციის, რითეილის ასოციაციის, რესტორატორთა ასოციაციაციის, მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაციის და სილამაზის სალონების ფედერაციის წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system