თავში

ბიზნესომბუდსმენი: მედიაციის ინსტიტუტი ბიზნესგარემოს გააუმჯობესებს

ბიზნესომბუდსმენი: მედიაციის ინსტიტუტი ბიზნესგარემოს გააუმჯობესებს
ბიზნესომბუდსმენი: მედიაციის ინსტიტუტი ბიზნესგარემოს გააუმჯობესებს

მედიაციის კანონი და მედიატორთა ასოციაციის დაფუძნება მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყანაში ეფექტიანი მართლმსაჯულების გასაძლიერებლად - განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა სსიპ „საქართველოს მედიაატორთა ასოციაციის“ პრეზენტაციაზე.

მიხეილ დაუშვილის შეფასებით ბიზნესისთვის დავების ეფექტიანად და სწრაფად გადაწყვეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ბიზნესისთვის დავების ეფექტიანად და სწრაფად გადაწყვეტა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მედიაციის სისტემის და ინფრასტრუქტურის შექმნა, აძლევს საშუალებას ბიზნესს რომ კომერციული დავა გადაწყვიტონ სწრაფად, ეფექტიანად და მნიშვნელოვანი დანახარჯების გარეშე. ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას და კომერციულ დავებში გამოყენებას უწყობს ხელს. დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები, როგორიცაა - მედიაცია და არბიტრაჟი - ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის დახვეწას და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისივე თქმით, მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მედიატორთა გადამზადების პროცესში საქართველოს მთავრობას აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირი და გაერო, რაც ამაღლებს ნდობას აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ.

2020 წლის 1 იანვრიდან მედიაციის შესახებ საქართველოს კანონი ამოქმედდა, დღეს კი სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system