თავში

ლევან კობერიძის თქმით, ბიზნესომბუდსმენი მთავრობის მხარესაა და არა ბიზნესის

ბიზნესომბუდსმენი მთავრობის მხარესაა და არა ბიზნესის
ლევან კობერიძის თქმით,  ბიზნესომბუდსმენი მთავრობის მხარესაა და არა ბიზნესის

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მთავრობისა და კლინიკების წარმომადგენლებმა განიხილეს ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი რეფორმა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.

კომიტეტის სხდომაზე კამათი მოჰყვა ბიზნესომბუდსმენის გამოსვლას. მას დეპუტატი ლევან კობერიძე დაუპირისპირდა. 

მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა, რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს.

გარკვეული კითხვები არსებობს კომუნიკაციასთან და ამ რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის კუთხით და უსწრაფესად უნდა გავაგრძელთ კომუნიკაცია და უმოკლეს ვადებში მივაღწიოთ კონსესუსს - დაბალანსებულ შუალედს, სადაც დაცული იქნება ჩვენი მომხმარებლების უფლებები, რომ მათ მიიღონ საუკეთესო სერვისი იმ ფასით, რა ფასისი გადახდაც შეუძლია სახელმწიფოს და მეორე მხრივ, დავიცვათ ბიზნესის კანონიერი ინტერესი, რომლის გარეშეც რისკი შეიძლება შეექმნას ამ სისტემის მდგრადობას“,- განაცხადა ბიზნესომუდსმენმა.

მიხეილ დაუშვილს დეპუტატმა ლევან კობერიძემ უპასუხ, რომ ზუსტად დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ არ არსებობს ბიზნესომბუდსმენი უნდა იცავდეს ბიზნესის ინტერესებს.

„ბიზნესომბუდსმენი უნდა იცავდეს ბიზნესის ინტერესებს. თქვენ ახლა უნდა ამბობდეთ (რეფორმის) გადავადება არის თუ არა საჭირო. მთავრობა გიხდით ფულს, რაც ჩემი აზრით, ცუდია და დამოკიდებული ხართ მათზე. ახლა უნდა იყოთ ბიზნესის მხარეს. ბიზნესმა რა წერილითაც მოგმართათ, იმაზე მაინტერესებს თქვენი აზრი. უნდა გადავადდეს თუ არა? ზოგადი სიტყვები, რომ უნდა დაბალანსდეს მთავრობის ნარატივია.ლამაზ-ლამაზი სიტყვები და მერე არაფრის კეთება, თქვენ ძალიან მალე გადმოგდებიათ, არადა სულ ახლა დაიწყეთ მუშაობა. ჯობია, რომ ბიზნესისკენ გამოიხედოთ,"- განაცხადა კობერიძემ.

კობერიძის ბრალდების პასუხად ბიზნესომბუსდმენმა თქვა, ვის მხარესაცაა, საქმით დაამტკიცებს.

სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლები რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია, რაც საბოლოოდ მომსახურების ხარისხს გააუარესებს.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system