თავში

ბიზნესომბუდსმენის პირველ შეხვედრას ბიზნესთან გახარიაც დაესწრო

ბიზნესომბუდსმენის პირველ შეხვედრას ბიზნესთან გახარიაც დაესწრო
ბიზნესომბუდსმენის პირველ შეხვედრას ბიზნესთან გახარიაც დაესწრო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს, მიხეილ დაუშვილს შეხვდნენ. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც დაესწრო.

მიხეილ დაუშვილმა ასოციაციის წევრებს საკუთარ ხედვები გააცნო,თუ როგორ წარმოუდგენია ბიზნესომბუდსმენს ბიზნესთან ურთიერთობა. 

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ბიზნესსექტორის ის პრობლემატური საკითხები წარადგინეს, რომელთა მოგვარებაში, მათი თქმით, ბიზნესომბუდსმენის ჩართულობა გადამწყვეტია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესომბუდსმენის აქტიურმა ჩართულობამ უზრუნველყოს სტაბილური და განჭვრეტადი ბიზნესგარემო, რადგანაც ეს ინსტიტუტი ისტორიულად ჩამოყალიბდა მთავრობასთან და უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის კომუნიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არხად. ამიტომაც, იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება,” – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system